Sofascore-ს ტურის სიმბოლურში დავითაშვილი და მიქაუტაძე მოხვდნენ

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-9 ტური ქართველი ფეხბურთელებისთვის გამორჩეული გამოდგა.

საშინელი სტარტისა და გასულ მატჩში ("ლე ავრთან" 4:0) საგოლე გადაცემის შესრულების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ ჩვენთვის კარგად დაცდილ "ოსერთან" 2 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დამსახურებულად დასახელდა, თუმცა ოლიმპიკოელებმა მატჩი ვერ მოიგეს (2:2). შეგახსენებთ, ამავე გუნდთან ზურიკო დავითაშვილმა 5 ოქტომბერს ჰეთრიკი შეასრულა.

თავად ზურიკომ "ანჟერთან" 2 გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი 4:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილის კიდეს მიუახლოვდა (მე-16 ადგილზეა.)

ჩვენდა გასახარად, ორივე ქართველი ფეხბურთელი ავტორიტეტული Sofascore-ს მიხედვით ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვარა თუ მანჩესტერში წავაა..რის ალბათობაც დიდია ხავის ძალიან მოწონს და სწორადაც მოწონს,ვფიქრობ ნაპოლისთვის აღარ იხარჯება 100% ით,მაგ გუნდმა ვერა და ვერ დააფასა ეს ბიჭი,30!!! წლიანი პაუზის მერე სერია A მოიგო ხვიჩამ გაიხსენეთ ხალხო რა ხდებოდა მიძინებულ მსოფლიო ფეხბურთში როგორც ლეოპარდი ისე შევარდა.. ზუკა!!! ფანტასტიკო ნაკლები სეზონი არ აქვს უბრალოდ ესეთი ტუპოი მცველების ხელში ცოდოა არადა მაგარი გუნდია და მაგარი სტადიონით და უფრო მაგარი ქომაგით და ეგ რო შვიდეულისთვის მებრძოლ გუნდათ აქციონ მანდ დარჩენა იდეალური იქნებოდა,თუ არადა ბოლონია ყიდულობსო 15 მილიონად ზამთარშიო...
მირო+
02:37 29-10-2024
4

სიახლეები პოპულარული