"ნიუკასლი" თავისი ოფიციალური საიტით იტყობინება, რომ 17 წლის თავდამსხმელს, ვახტანგ სალიას კონტრაქტი გაუფორმეს.
სალია ინგლისურ გუნდში 2025 წლის აგვისტოში გადავა, იქამდე კი იჯარით თბილისის "დინამოში" ითამაშებს.
"ნიუკასლის" სპორტულმა დირექტორმა პოლ მიტჩელმა ქართველის ტრანფერთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: "მოხარული ვართ, რომ რიგ ტოპ-კლუბებს დავასწარით და ვახტანგთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიება და მოზიდვა მდგრადი მომავლის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით არსებული სისტემის ფარგლებში, ამიტომ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა.
ჩვენ ამ მიმართულებით როგორც ინგლისში, ასევე საზღვარგარეთ აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ვიპოვოთ ტალანტები, რომლებსაც მომავალში შეუძლიათ პირველი გუნდის წევრები გახდნენ.
ვახტანგთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველით და თბილისის "დინამოში" კარიერის დარჩენილ დროში წარმატებებს ვუსურვებთ".