ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას პრემიერლიგის კლუბ "ნიუკასლში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისი ოფიციალურად გაფორმების შემდეგ სალია ერთი სეზონის განმავლობაში ისევ "დინამოში" დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება "ნიუკასლს".

სალია თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.

შეგახსენებთ, წარსულში "ნიუკასლის" ღირსებას თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი იცავდნენ.

alt16 წლის სალიას გოლით - თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ეეე არ შეიძლება ასე მოშორდეს ფიფია გუნდს აღარავინ დატოვა გუნდში. მერე გიკვირთ წარუმატებლობა ევროტურნირებზე.
ვანო
00:51 23-10-2024
0
სალიას და პარკაძის შედარება არასწორი მგონია, რადგან სალია უკვე ერთი წელიწადია პროფესიონალურ დონეზე თამაშობს და შეჩვეულია ამ დონეს,რაც დიდი უპირატესობაა. პარკაძეს,კი პრაქტიკულად არ მოუწია ეროვნულ ლიგაში ყოფნა. ერთი წელიწადიც მცირე დრო მგონია, მაგრამ სულ უთამაშებლობას ჯობია.
Პელიდი
15:05 24-09-2024
0

სიახლეები პოპულარული