"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
გუშინ, 29 ოქტომბერს, "ნიუკასლმა" თბილისის "დინამოდან" ვახტანგ სალიას ტრანსფერი ოფიციალურა დაადასტურა. 17 წლის ქართველი ფეხბურთელი "კაჭკაჭებს" 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება, იქამდე კი იჯარით კვლავ თბილისურ კლუბში ითამაშებს.

სალიას ტრანსფერს "ნიუკასლის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე გამოეხმაურა.

"ვახო სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერით აღფრთოვანებული ვარ. ეს ის კლუბია, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და იმ წლებს ვერაფერს შევადარებ. ვახოს კი ვუსურვებ წარმატებულ და ხანგრძლივ კარიერას იმ კლუბში, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და პრემიერლიგის ერთ-ერთი მოწინავე კლუბია.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ
ტრანსფერის შემდეგ კიდევ უფრო მეტს იმუშავებს, რათა რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს და ყველას დაუმტკიცოს, რომ "ნიუკასლმა" მისი შეძენით სწორი არჩევანი გააკეთა.

ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან საქართველოს ნაკრების წარმატებული პერიოდი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს და გაძლიერდეს. წარმატებები ვახოს, წარმატებები საქართველოს!", - წერს ქეცბაია "ინსტაგრამზე".

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია "ნიუკასლის" ღირსებას 1997/2000 წლებში იცავდა, "კაჭკაჭების" რიგებში მან 108 მატჩი ჩაატარა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

altქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

altოფიციალურად: თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები დატოვა

altთემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?

alt"ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ თავდამსხმელს კონტრაქტი გაუფორმა
 

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები შენ, ნაღდო ქართველო კაცო. აი, შენნაირები თუ ბევრი გვეყოლება ქართველებს, ნაღდად მაგარი ქვეყანა ვიქნებით.
ქეცბას
13:12 30-10-2024
1
გენაცვალე ქეცბა! სულ ვამბობ, რომ მეტი ქეცბა ქართულ ფეხბურთს და მეტი ქეცბა საქართველოს და ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. წარმატებები ვახოს და ყველა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს!
სოსო
14:05 30-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული