აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი "პარტენოპეის" 80 მილიონ ევროს შესთავაზებს. ეს სწორედ ის თანხაა, რაც ჩვენებურის მხარეს "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ ოდენობად ჩაწერა სურს.
მოგეხსენებათ, გუშინ იტალიურ და ესპანურ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა.
ქართველი ზაფხულში "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება და მის გარდა ჰანსი ფლიკის სიაში ლეროი სანე, მოჰამედ სალაჰი, ნიკო უილიამსი და რაფაელ ლეაოც არიან.
ხვიჩას განვითარებისთვის ინგლისი უფრო მისაღებად მიმაჩნია.
ნაპოლიდან მალე უნდა წავიდეს.