იური სიომინი: ხვიჩა "ბარსელონაში"? - მას ოსტატობა ნებისმიერ გუნდში უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე "სპორტ-ექპრესთან" გააკეთა კომენტარი:

"ხვიჩასთვის ნებისმიერი ჩემპიონატი შესაფერისია, რადგან ოსტატობა ნებისმიერ გუნდში ყველაზე უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს. ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებს შორის განსხვავება ისაა, რომ ის უფრო შემტევი და კომბინაციულია. იქ უფრო მეტი ტექნიკური მოთამაშეა.

ჩემი აზრით, ახლა ესპანელები ევროპაში საფეხბურთო მოდის კანონმდებლები არიან. ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, მათი ახალგაზრდული გუნდები ევროპის ტურნირებზე ყოველთვის ოქროს მედლებისთვის იბრძვიან. იქ ფეხბურთის განვითარება ყველაზე ძლიერი და პროგრესულია.

რაც შეეხება კონკურენციის დონეს, იქ არის, მაგალითად,
ოლმო ან იამალი. ხვიჩას ადაპტირებაში არაფერს არ შეუძლია ხელი შეუშალოს, ვინაიდან მუდამ, როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელი მოდის და მასში დიდ ფულს იხდიან, სტარტისათვის საკმაო შანსი ეძლევა. ასეთ მოთამაშეებს დიდი უპირატესობა აქვთ, ის კი უკვე ტოპ-მოთამაშეა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა იური პავლოვიჩი გისურვებთ ჯანმრთელობას კარგი ადამიანი ბრძანდებით
მერაბი ბებია
20:00 15-11-2024
2
საღოლ სიომინს, ძალიან კარგად, გასაგებად და ლაკონურად ჩამოაყალიბა თუ რატომ უნდა გადავიდეს ხვიჩა ბარსელონაში და კერძოდ რატომ ჯობია ესპანეთი სხვა ლიგებს! ისე სიომინს (ამ რუს კაცს), რომ უყვარს კვარა და მთელი გულით გულშემატკივრობს, ნეტა ასე ზოგიერთი ჩვენი ქართველი "დიდი ფანი" აფასებდეს და გულშემატკივრობდეს. განსაკუთრებით ისინი ვისაც მის პატარა ჩავარდნაზეც კი რატომღაც ძალიან ხარობენ და ათასგვარ იდიოტობას წერენ...
Maradona
20:49 15-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული