"ჯუღელმა" "ნაპოლის" განუცხადა, რომ ხვიჩა ზაფხულში გუნდიდან წავა, ქართველი მენეჯერი "ბარსელონას" წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და..." - RAI ქართველის შესახებ წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა RAI ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" და ქართველი ფეხბურთელის მენეჯერი მამუკა ჯუღელი კონტრაქტის გამოსასყიდ თანხაზე ვერ თანხმდებიან. გამოცემის ინფორმაციით, ჯუღელმა "კვარას" დამატება "ბარსელონას" უკვე შესთავაზა.

"ხვიჩას და "ნაპოლის" შორის არსებული პრობლემები მოსალოდნელი იყო. "კვარას" გარემოცვა ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, "პარტენოპეი" მოთამაშეს ბონუსების ჩათვლით მაქსიმუმ 6 მილიონ ევროს სთავაზობს. მაგრამ პრობლემა არა ხელფასში, არამედ გამოსასყიდი პუნქტის თანხის ოდენობაშია.

"ნაპოლის" გამოსასყიდ თანხად 100
მილიონი ევროს შეტანა სურს, ხვიჩას გარემოცვას ამ თანხის 80 მილიონ ევრომდე დაწევა სურს. "პარი სენ ჟერმენი" სიტუაციას აქტიურად აკვირდება, რადგან მათ იციან, რომ კვარაცხელია კლუბის დატოვებას გეგმავს.

"კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი ბარსელონაში გაფრინდა "ბლაუგრანას" ორ მატჩს დაესწრო და კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კლუბს ფეხბურთელის დამატება შესთავაზა. "ბარსას" უფროსობამ ჯუღელს დაუდასტურა, რომ მარცხენა ფლანგის შემტევს ნამდვილად ეძებენ. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველის მიმართ დაინტერესება იქნება, თუმცა იმ თანხის გადახდაზე რასაც დე ლაურენტისი ითხოვს, არავინ დათანხმდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

altცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს "ბარსელონა" კვარაცხელიას

მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენი კომენტარები მომწონს იგრძნობა რომ პროფესიონალი ფეხბურთში ჩახედული ადამიანი ხართ მაგრამ ჯუღელის საქმიანობის შეფასეფაში ვერ დაგეთანხმებით დავიწყოდ იმით რომ ხვიჩა დინამოს ძირითადშიც ვერ ხვდებოდა ამიტომაც სხვა ქართულ კლუბს მიაშურა შემდეგ იყოდა ლოკომოტივის ქართველმა მენეჯერმა გუნდში არ დაიტოვა მიუხედავად გამოცდილი მწვრთნელის მუდარისა ჯუღელი იძულებული გახდა ყაზანში თავის ნაცნობ პრეზიტენტისთვის მიემართა რომელმაც იმის მიუხედავად რომ ხვიჩას პოზიციაზე ყავდა კარგი რამოდენიმე ფეხბურთელი მათშორის კარგ ფორმაში მყოფი ზურიკო ჩარიცხა გუნდში შემდეგ ხვიჩას წარმატებული თამაშის როგორც კლუბში ისე ნაკრებში მიუხედავად არავის სურდა მასში გადაეხადა ის თანხა რაც ხვიჩა ნამდვილად ღირდა გახსოვთ ალბად სანიოლის ინტერვიუ როცა თქვა ყველა ფრანგულ კლუბს შევთავაზე და უარი მითხრესო მაგის გულისთვის სამსახურს ვერ დავკარგაო ბრაზილიელი რომ იყოს კიდევ გარისკავდა კაციო ასეთ სიტუაციაში რა უნდა ექნა ჯუღელს გაემაზა ნაპოლის ვარიანტი? თავისი მოთხოვნებით? მე არ ვიცი თქვენი ასაკი მეკი მომსწრე ვარ იმის რომ უამრავი ქართველი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა არ აეწყო იმიტომ რომ მას არქონდა ასპარეზი სადაც თავს წარმოაჩენდა.
გიორგი
17:25 18-11-2024
0
ფრᲗხილად ახალგაზრდა არ გააფუᲭოდ... კომენტარებᲨი ცოტა ფრᲗხილად ვიყოᲗ და კვარასდიდი გზის წარმატებები უსურვოᲗ..... მისი წარმატებები ერის წარმატებებია... ეს ჯერ კარიერის დასაწყისია..........
ირკუნ
14:35 18-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული