"ტრაბზონსპორი" 3 ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

AutoSharing Option
ტრაბზონული გამოცემა Günebakış-ის ინფორმაციით, ადგილობრივი კლუბი საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშით არის დაინტერესებული. 

როგორც წყარო წერს, "ტრაბზონსპორის" მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში ბათუმში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, რათა მისთვის სასურველ ფეხბურთელებს დაჰკვირვებოდა. საქმე ეხებათ ოთარ კიტეიშვილს, ლაშა დვალსა და ლუკა ლოჩოშვილს. პ.ს. გიუნეშის დაკვირვების ობიექტი ბათუმურ მატჩში უკრაინელი მიკოლა შაპარენკოც იყო. 

უცნობია, თუ რა შთაბეჭდილებებით დატოვა გიუნეშმა ბათუმი. ლოჩოშვილმა და კიტეიშვილმა ზემოთაღნიშნულ თამაშში მონაწილეობა მიიღეს, ხოლო ლაშა დვალმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში "ტრაბზონსპორი"
კარგად ნამდვილად ვერ გამოდის. 11 ტურის შემდეგ შავიზღვისპირელებს 12 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებენ. გუნდი გაძლიერებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ვფიქრობ ლოჩოშვილისთვის კარგი გამოცდილება იქნება სერია-ბ გუნდის სათადარიგოობას თურქეთის ერთ-ერთ ჩემპიონ გუნდში გადასვლა მით უმეტეს დვალისთვის რომლისთვისაც კვიპროსის ჩემპიონატი ნამეტანი სუსტი ჩემპიონატი მგონია, თან არ დაგავიწყდეთ თურქეთში ბოლო წლებში რა ფეხბურთელები და მწვრთნელები ჩაიყვანეს ოსიმენი და მაურინიო რად ღირს მარტო, ასე რომ მგონია ორივესთვის კარგი იქნება აი რაც შეეხება კიტეს ის ბუნდესლიგის ჰოფენჰაიმში გადავა ზამთარში სადაც ჯერ შტურმის ყოფილი სპორტული დირექტორი და შემდეგ მწვრთნელიც გადაიყვანეს სულ ბოლოს
gel-100
21:35 19-11-2024
1
უბრალოდ სირცხვილია კიტეიშვილი ემერსონის კაზემიროს კანტეს ბუსკეტსის არანაკლები ინტელექტი აქვს ან როგორ ართმევს მერე ალაგებს თამაშს და უბრალოდ ქართველი რომ არი არ აქ დაფასება
Soso
20:37 19-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული