"რამდენად მიყვარს საქართველო?" - გიორგი მიქატაუძის პასუხი, რომელიც ყველამ უნდა ნახოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სპორტული ჟურნალისტი, საბა საპანაძე გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთში ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"რამდენად მიყვარს საქართველო? არ მაქვს ზღვარი სიყვარულის, არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს, ძალიან კი არა უსასრულოდ მიყვარს საქართველო და ხალხი საქართველოში. ჩემი მშობლები ხომ იცით იქიდან წამოვიდნენ, გაგვზარდეს აქ საფრანგეთში, გვასწავლეს ქართული ენა, კულტურაც არ დაგვაკარგვინეს. მე მგონია, რომ ესაა საუკეთესო მიღწევა მათთვის.

რას მიყვებოდნენ პატარაობაში საქართველოზე? მაგარი საჭმელებია (იცინის). მიყვებოდნენ რომ საქართველოდან ვარ, არ უნდა დავკარგოთ ეს ქვეყანა, ჩვენია, იქ
გავიზარდეთ და ჩვენებიც იქ არიან და თქვენც მალე იქ იცხოვრებთო. საქართველოში ვყიდულობ უკვე სახლს, უფრო ხშირად ჩამოვალ ხოლმე".

ვიდეო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 24 /
გენაცვალე ჟორჟ, მაგრად გვიყვარხარ ყველას და დიდი ბომბარდირი უნდა გახდე, ასევე გისურვებ კარგი ქართველი გოგო შეგახვედროს ღმერთმა და ბედნიერი ქართული ოჯახი შეგაქმნევინოს, ჩვენ ქართველებს ყველას მაგრად გვიყვარხარ ჩვენო ბომბარდირო :),ბევრი იშრომე დაიცავი დისციპლინა და მჯერა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდები, სასწაული გოლის ალღო გაქ ღმერთისგან ბოძებული და ყველა ქართველი ქომაგის სახელიტ გთხოვ მაქსიმუმი გაიღე ფეხბურთისთვის, გართობა და სხვა რამეები გვერდზე გადადე და მერწმუნე მსოფლიოში ერტ_ერტI სასუკეთესო ფორვარდი გახდები, აბა შენ იცი ბევრი იშრომე და გაგვაბედნიერე შენი გოლებით ქართველი გულშემატკივრები.
qomagi
02:37 26-11-2024
0
ეგეთი მაზალო კითხვით რომ ვიღაცას მიადგები ნებისმიერი გეტყვის მიყვარსო. ერდოღანიც ზუსტად ეგრე გიპასუხებს. საქართველოს სიყვარული გამოჩნდება იმაში ქართველ ცოლს მოიყვან თუ არა და შვილებს ქართულად აღზრდი - ქართულ სახელებს დაარქმევ და ქართულ ენას ასწავლი.
odala
02:31 26-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული