კვარაცხელიას ემოციაში ტრანსფერის ალბათობა ამოვიკითხეთ? - რითი სარგებლობს კლუბი ბოროტად...

AutoSharing Option
ქართულ ფილმ "ბურთი და მოედანში" ისმის შეკითხვა, "რა არის ფეხბურთი"? მართლაც, რა არის თანამედროვე ფეხბურთი?! უფრო სწორად, რას ითხოვენ ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან. საბედნიეროდ, ყველა გუნდი, მისი მფლობელი და გულშემატკივარი ერთ თარგზე მოჭრილი არაა, ბევრისთვის მთავარი მხოლოდ შედეგი ვერ იქნება და სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობიდან სულ სხვა ემოციას იღებენ. ვთქვათ, ასეთები არიან ნეაპოლელები. აქ მარადონას აღმერთებენ და სხვანაირად როგორ უნდა იყოს. მაშინ მოსწონთ თუ არა მათ, რაც ანტონიო კონტეს გუნდის ირგვლივ ხდება?

და, რა ხდება დღეს - "ნაპოლი", ფაქტობრივად, ყველა გრანდს
ღირსეულად დაუხვდა და იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს. იმის ფონზე, რაც აქ შარშან ხდებოდა, ეს წარმოუდგენელიც კია. მაშინ რა არ მოგვწონს? უბრალოდ, ესაა თამაშის წარმართვის სტრატეგია, როცა ხვიჩა კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელები ძალიან საჭირონი არიან, ოღონდ წმინდა ტაქტიკურ ჭიდილში. აქ არავინ ეცდება, ამ რანგისა და შესაძლებლობების მოთამაშეს ბურთი უფრო ხშირად ჰქონდეს, რათა ამით სიამოვნება მივიღოთ. ამ ფორმაციის "ნაპოლის" მიზანი დომინანტობა საერთოდ არაა, მთავარი ანგარიშის და თამაშის "მოკვლაა". ყველაფერი ეს არ გამოვიდა "ატალანტასთან", სადაც კონტეს ინიციატივა საწყის წუთებში მკვეთრად გაექცა და შენარჩუნებაზე შეჩვეულ გუნდს სხვა რამის მოფიქრება და განხორციელება გაუჭირდა.

Sportall.Ge

სუბიექტურობიდან ნამდვილად არ ამოვდივართ, უბრალოდ ისეთი ფეხბურთელი და თუნდაც, ტიპაჟი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, მოედანზე უფრო გაბრწყინებული და გაღიმებული უნდა მოძრაობდეს, როგორაც პირველ სეზონში ვხედავდით და არ ვუყურებდეთ მას ისეთს, როგორც შეცვლის მომენტში იყო. ეს თვალები მხოლოდ ცვლილებისგან უკმაყოფილოს არ ჰგავდა, უფრო იმას, გუნდისთვის მეტის გაკეთების რესურსი რომ აქვს, მაგრამ გარემოებები ხელს უფრო უშლის, ვიდრე უწყობს. სტატისტიკურად თუ არასტატიატიკურად, "კვარა" ისევ საუკეთესოა, მაგრამ კონტეს ფეხბურთი უფრო ლუკაკუს ფიზიკურ მონაცემებზე აწყობაა, მაკტომინეისთვის მეტი თავისუფლების მიცემაა და არა იმ ტიპის გარემარბი, ასე რომ მისტირიან და ხვიჩას გამოჩენამ ასე რომ გაახარათ.

უფრო შორს რომ წავიდეთ, ამ ემოციაში იქნებ ტრანსფერის მოახლოებაც "ამოვიკითხოთ", პრეზიდენტ დე ლაურენტისისთვის ასე რთული საკითხი რომაა და ეს ოსიმენის შემთხვევაშიც ვნახეთ. რაც შეეხება ხელფასს, კი, ის მიზერულია, მაგრამ ფეხბურთზე ასე შეყვარებულ კვარაცხელიასთვის, ვინც იცის, რომ დიდი გზის დასაწყისშია და სერიოზული მიზნები აქვს, ეს ფაქტორი არაფერს შეცვლის. იქნებ კლუბის ხელმძღვანელობა ამით ბოროტად სარგებლობს კიდეც, არავინ იცის.

Sportall.Ge

მთავარი კარგი ამბავი, რაც ტიტულოვანმა კონტემ შეიძლება მოიტანოს, მოკლე დროში კიდევ ერთი ჩემპიონობაა, ეს კი შედეგიან ქართველს (მას და ლუკაკუს 5-5 გოლი აქვთ) დიდი პოტენციალითა და ძველი ფეხბურთის ელემენტებით ევროპული ფეხბურთის გრანდებისთვის უფრო საინტერესოს გახდის!..

alt"ამბიციების ტყვეობაში მყოფი ხვიჩა გასახდელში აპირებდა გასვლას" - მას აკრიტიკებენ, თუმცა მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ

მკითხველის კომენტარები / 8 /
Ese icis colma nakrebshi vinushlida xels moego ukrainistvis an cheketistvis tipiuri qartuli seni
Lasha
15:15 26-11-2024
51
პრობლემა ისაა რომ კვარაცხელია,ნაპოლი და საქართველოს ნაკრებიც გადაეჩვია სწრაფ კონტრშეტევას....დადგება ხოლმე ფლანგზე დასასვენებლად ეგაა აბდაუბდა ფეხბურთი
გიო
14:34 26-11-2024
59

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული