La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე ამ მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ხელფასი არაა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ახალ კონტრაქტზე ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა.

წყაროს ცნობით, ქართველის მხარეს გამოსასყიდ თანხად 80 მილიონის ჩაწერა სურს, დე ლაურენტისი კი 100 მილიონზე ნაკლებზე არაა თანახმა.

La Gazzetta dello Sport წერს, რომ მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა სწორედ ესაა და არა ის, რომ "პარტენოპეი" ფეხბურთელს მოთხოვნილზე ნაკლებ გასამრჯელოს სთავაზობს.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, კვარაცხელიას სახელზე კი პსჟ-ისა და უკვე "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აქტიურად უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ამხელა ბიზნესმენი კაცი რატომ ვერ ხვდება, რომ თუ 2027 წლამდე დარჩება ხვიჩა მასთან, თვითონვე აურელიო ზარალში აღმოჩნდება.ვერც 80-ს და ვერც 100-ს ვეღარ მიიღებს. იცის რომ თუ 80-ს ჩაუწერს კონტრაქტში უამრავი მსურველი გამოუჩნდება და დაკარგავს. მოქმედებს პრინციპით როცა გაყიდვა არ მინდა დავადებ ფასს ისეთს, რომელსაც არავინ იყიდის. ბიზნესმენებში მოსულა ეგეთი ახირებები, მაგრამ ბაზრის ფასს არ უნდა გასცდე. ეგ დაუწერელი კანონია .
დავით 67
18:29 27-11-2024
1
არანაირად არ უნდა მოაწეროს კვარამ ახალ კონტრაქტს ხელი დაჟე 80 მილიონიან გამოსასყიდზე რომ დათანხმდეს ლაურა ! იმიტომ რომ ჯერ ერთი ფიფას წესებით კონტრაქტის ვადის ორ მესამედზე მეტის გასვლის შემთხვევაში ფეხბურთელს უფლება აქვს კონტრაქტის გადახედვა მოითხოვოს და თუ გუნდი გადახედვაზე უარს იტყვის მაშინ ფეხბურთელს უფლება აქვს ტრანსფერზე დაყენება მოითხოვოს იმ ფასად რა ფასიც ადევს ტრანსპერმარკეტზე და გუნდს არ ექნება უარის თქმის უფლება და ის ორი მესამედი გადის მომავალი წლის აპრილში ! და თუ ის ფიფას წესი აღრ მოქმედებს ან რაღაცა მიზეზების გამო არ გამოვა მაშინ უნდა ჩაამთავროს ის 2 წელიც ამ ხელფასზე და მერე უფასოდ რომ წაიყვანს რომელიმე ბობოლა მდიდარი გუნდი
ის მინიმუმ 60მ ილიონს დაზოგავს და იმ 80 მილიონს გდააანაწილებს 5 წელზე და წელიწადში 16 მილიონი გამოვა და სულ აინაზღაურებს ერთ წელში კვარა იმ დაკარგულ 15 მილიონს ნაპოლიში იმ ორ წელში რასაც არ გადაუხდიან ! და რას უზამენ რომ არ განაახლებს კონტრაქტს ? რაა მონად გაყიდიან ? სკამზე დასვამენ ?მაგათთვის უარესი იქნება საუკეთესო ფეხბურთელ სკამზე დასმა იმიტომ რომ გუნდისთვისაც ცუდია და მთელი ნეაპოლი აუჯანყდებათ მაგის გამო და ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტი იქნება სხვა გუნდში იჯარით გაშვება რომ ის 1,5 მილიონი მაინც არ დახარჯოს წუწურაქმა ლაურამ და ეს ვარიანტიც ძალიან კარგი იქნება კვარასთვის--იმ უმადურებსაც მოშორდება 2 წლით და სხვა გუნდში უფრო გაშლის ფრთებს და ითამაშებს ლაღად და წყნარად !
zura222
18:10 27-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული