La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ახალ კონტრაქტზე ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა.
წყაროს ცნობით, ქართველის მხარეს გამოსასყიდ თანხად 80 მილიონის ჩაწერა სურს, დე ლაურენტისი კი 100 მილიონზე ნაკლებზე არაა თანახმა.
La Gazzetta dello Sport წერს, რომ მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა სწორედ ესაა და არა ის, რომ "პარტენოპეი" ფეხბურთელს მოთხოვნილზე ნაკლებ გასამრჯელოს სთავაზობს.
ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, კვარაცხელიას სახელზე კი პსჟ-ისა და უკვე "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აქტიურად უკავშირებენ.
12:33 27-11-2024
La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე ამ მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ხელფასი არაა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული
ის მინიმუმ 60მ ილიონს დაზოგავს და იმ 80 მილიონს გდააანაწილებს 5 წელზე და წელიწადში 16 მილიონი გამოვა და სულ აინაზღაურებს ერთ წელში კვარა იმ დაკარგულ 15 მილიონს ნაპოლიში იმ ორ წელში რასაც არ გადაუხდიან ! და რას უზამენ რომ არ განაახლებს კონტრაქტს ? რაა მონად გაყიდიან ? სკამზე დასვამენ ?მაგათთვის უარესი იქნება საუკეთესო ფეხბურთელ სკამზე დასმა იმიტომ რომ გუნდისთვისაც ცუდია და მთელი ნეაპოლი აუჯანყდებათ მაგის გამო და ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტი იქნება სხვა გუნდში იჯარით გაშვება რომ ის 1,5 მილიონი მაინც არ დახარჯოს წუწურაქმა ლაურამ და ეს ვარიანტიც ძალიან კარგი იქნება კვარასთვის--იმ უმადურებსაც მოშორდება 2 წლით და სხვა გუნდში უფრო გაშლის ფრთებს და ითამაშებს ლაღად და წყნარად !