მიქაუტაძის დუბლი - "ლიონმა" ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეხუთე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ყარაბაღი“ 4:1 დაამარცხა.

„ოლიმპიკის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეორედ მოხვდა ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში და დუბლი შეასრულა. ეს ევროტურნირებზე მისი პირველი გოლებია.

ქართველმა პირველად ითამაშა „ლიონში“ შეუცვლელად, ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა (whoscored 9.2, sofascore 8.8, flashscore 8.3) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„ოლიმპიკს“ 10 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს სახლში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.

ბაქო. „ტოფიკ ბახრამოვი“
ყარაბაღი - ლიონი 1:4
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (15), 0:2 ტოლისო (63),
0:3 ფოფანა (68), 0:4 მიქაუტაძე (80), 1:4 პერი (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი ფეხბურთელია, "ვროპელი" რომ არ იყოს !
"ალანიაში", ან "ახმატში" უნდა გადავიდეს, მომავლის პერსპექტივა გაეხსნებ(ოდ)ა და უფრო მეტად დაფასდებ(ოდ)ა ...
--------
პ.ს. გაიხარე, გიორგი !
საქართველოს გაუმარჯოს !
არა და
01:33 29-11-2024
3
ძალიან გახარებული ვარ. ყოჩაღ ჟორჟ!
დავით 67
00:46 29-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული