შეუპოვარმა ქოჩორაშვილმა თამაში თავშეხვეულმა გააგრძელა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მეჩვიდმეტე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ბურგოსი“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა მეორე ტაიმში საჰაერო ორთაბრძოლისას თავის არეში დაზიანება მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაში თავშეხვეულმა გააგრძელა, მატჩი სრულად ჩაატარა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები მიიღო: Sofascore 7.5, flashscore 7.3.

„ლევანტეს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 29 ქულით მეოთხე ადგილზეა და 6 დეკემბერს გასვლაზე „მირანდესს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - ბურგოსი 3:1
გოლები: 0:1 სანჩესი (20), 1:1 მორალესი (35), 2:1 ესპი (84), 3:1 ესპი (90+2)

alt

"მტკივნეულია, ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი" - გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვახ მამანაცოვიჩს თავი გაუტყდა? მედგარი ბიჭია. მალე გამოჯანმრთელება!!
Porto
20:48 02-12-2024
3
ოთარ ტატიშვილო,რა გაჩერებს ტელეკომპანია იმედში??რავი შენ რაც სამსახურები და შემოსავალი გაქვს, ექვს ადამიანს ეყოფა საქართველოში!!
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული