"ეს პერსონალურ დონეზეც სარგებელს მოუტანს" - რა თქვა კონტემ კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-14 ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, ქართველის გადაცემით სკოტ მაკტომინეიმ ნეაპოლელებს მოაგებინა.

მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ბევრი ვიშრომეთ, "რომასთან" მატჩისგან განსხვავებით "ტორინოსთან" ბევრად უკეთესად ვითამაშეთ. გუნდი როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად იზრდება. ჩემი აზრით, შეგვეძლო, რომ უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, თუმცა სტეფან სავიჩმა ამის საშუალება არ მოგვცა. ვხედავ, რომ ბიჭებს განვითარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა სურთ.

რაც შეეხება კვარაცხელიას, შესანიშნავად გამოიყურებოდა. ისეთივე კარგი იყო,
როგორც "რომას" წინააღმდეგ. ის თუ როგორც ვთამაშობთ, ამას შეუძლია ხვიჩას პერსონალურ დონეზეც სარგებელი მოუტანოს. თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით გავაკეთებთ, ეს "კვარასთვისაც" და გუნდისთვისაც სასარგებლო იქნება", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს რომში თასზე "ლაციოსთან" ჩაატარებს.


altროგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "ტორინოსთან" მატჩში?

altხვიჩას მერვე საგოლე მოქმედება - "ნაპოლიმ" "ტორინოს" სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
გუნდისთვის კარგია რასაც კონტე ამბობს,მაგრამ კვარასთვის მეეჭვება.კვარას ჩართვა საერთო მანქანაში ერთ ერთ ჭანჭიკად,არა მგონია კვარას განვითარებას გამოადგეს
მირო
20:54 02-12-2024
0
ორი ისეთი ბურთი აიღო, მათი გაშვებისათვის ვერავინ დაძრახავდა.
ჟორა
18:52 02-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული