გველესიანის გოლი 90+13-ე წუთზე - ქართველმა "პერსეპოლისს" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოუპოვა

AutoSharing Option
აზიის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ირანის „პერსეპოლისმა“ საკუთარ მოედანზე ერაყის „ალ შორტა“ გიორგი გველესიანის მიერ 90+13-ე წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხა.

მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა - პირველ ტაიმში სტუმრები დაწინაურდნენ. 89-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 90+9-ე წუთზე ერაყულ გუნდს ისევ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს. ბოლოს კი გველესიანმა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.3, Sofascore 7.9. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 2 გოლია.

„პერსეპოლისი“ დასავლეთ ჯგუფში 6
ქულით მეექვსე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 4 თებერვალს საუდის არაბეთში „ალ ჰილალთან“ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამის დუმილი აუფერულებს მისვე წარმატებებს
Zaza
02:10 03-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული