ზივზივაძის ორი საგოლე პასი და დრამა "BBBank ვიდპარკზე" - "კარლსრუე" თასზე ბუნდესლიგის გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასის 1/8-ფინალში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგის „აუგსბურგთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩი საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ვანიტცეკმა პენალტი უხეიროდ შეასრულა - ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელში მიაწოდა. დიახ, მიაწოდა, რადგან ამას დარტყმა ძნელია დაარქვა. სტუმრები კი მალე თავურით ესენდემ დააწინაურა.

54-ე წუთზე „კარლსრუემ“ ანგარიში მას შემდეგ გაათანაბრა, რაც ფლანგიდან ზივზივაძის ჩაწოდებულ ბურთს მცველმა მცირედით შეუცვალა მიმართულება და შლეიზენერმა გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და ესქტრა ტაიმები დაინიშნა. 111-ე წუთზე ისევ ბუდუმ
იაქტიურა, მეკარეს გასცდა, მახვილი კუთხიდან ვანიტცეკს პასი გაუკეთა და მან თავისი გუნდი წინ გაიყვანა. თუმცა, 120+3-ე წუთზე ვარგამ თანაფარდობა აღადგინა - 2:2, ხოლო პენალტების სერიაში სტუმრებმა 5:4 იმარჯვეს.

ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო, 120-ე წუთზე შეცვალეს და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი მაღალი შეფასებები მიიღო - sofascore 7.6, flashscore 7.3.

„კარლსრუე“ მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს ჩაატარებს - მეორე ბუნდესლიგის მეთხუთმეტე ტურში გასვლაზე „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 28 422 მაყურებელი
კარლსრუე - აუგსბურგი 2:2 (ძირ. დრო 1:1, პენ 4:5)
გოლები: 0:1 ესენდე (40), 1:1 შლეიზენერი (54), 2:1 ვანიტცეკი (111), 2:2 ვარგა (120+3)
გამოუყენებელი პენალტი: ვანიტცეკი (37, კარლსრუე)

altბუდუს "კარლსრუემ" სახლში "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა

მკითხველის კომენტარები / 3 /
პორტო ხარ თუ ვალოდია პუტინი, შენგან განსხვავებით მათ სამშობლო უყვართ და არა ბორიას რუსეთი!
გურამი
10:22 05-12-2024
4
ხვიჩამ საგოლო პასი გააკეთა და 7.8 შეფასება მიიღო შე ავადმყოფო.
3

სიახლეები პოპულარული