ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"კვარასთან" ერთად "მანქანა" ვერ შექმნა... თურმე ვცდებოდით... ხვიჩას ცოტა დააკლდა - "ნაპოლის" მარცხის შემდეგ

"კვარასთან" ერთად "მანქანა" ვერ შექმნა... თურმე ვცდებოდით... ხვიჩას ცოტა დააკლდა - "ნაპოლის" მარცხის შემდეგ

<p>ნეაპოლში რომ გემოვნებიანი ფეხბურთის მოყვარულები არიან და აქ ანტონიო კონტეს "უბურთო" სტილს მხოლოდ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ან საუკეთესო შედეგის შემთხვევაში მოიწონებენ, ამაზე თითქოს შევთანხმდით. აქვს კი გუნდს რესურსი, სატურნირო ვითარება მიმზიდველი ჰქონდეს?! - ეს შეკითხვა უფრო რიტორიკულია.</p><p>გასული სეზონი კრიზისული იყო, თუმცა კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი სინქრონულ მოქმედებას მაინც ინარჩუნებდა და ეს შეტევაში დიდ პერსპექტივებს აჩენდა. ლუკაკუ არაერთი თვისებით გამორჩეულია (უფრო საუკეთესო წლებში იყო), კონტესაც მასთან კომუნიკაცია კარგად გამოსდის, მაგრამ ბელგიელმა "კვარასთან" ერთად მძლავრი და კოორდინირებული "მანქანა" ვერ შექმნა, რომელიც ყველა მეტოქეს დაძაფრავს.</p><p>ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, მარიო რუის პერსონალური გულშემატკივრები ვართ. ეს ასე არაა, მაგრამ ერთხელაც ვიტყვით - თუკი ანტონიო მისი საყვარელი სამმცველიანი ტაქტიკით არ თამაშობს (სადაც ბონჯორნო უკეთესი იყო), პორტუგალიელი გუნდში საჭიროა(ხვიჩა მასთან ერთად უფრო შედეგიანიც იყო). მარიოსა და ოლივერას კონკურენცია ორივეს უკეთესს ხდიდა. ახლა ვიღებთ უალტერნატივო ურუგვაელს, რადგანაც მწვრთნელის კიდევ ერთი ფავორიტი სპინაცოლა თან ცუდ სათამაშო კონდიციებშია და თანაც - დაცვით უნარებში სუსტი. წინა სეზონის შემდეგ, როცა ხვიჩას ფლანგზე ხან ამ საქმისთვის ყოვლად მოუქნელი ჟესუსიც კი რომ ვიხილეთ, როგორ ველოდით, კონტე არსებულ ვითარებას მოაგვარებდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდით. ეგ კი არა, დი ლორენცოს ცენტრში შეწევით გამოცდილი სპეციალისტი მარჯვენა ფრთასაც "კლავდა" (იმ ფონზე, როცა კაპიტანი ახალ პოზიციაზე არ ვარგოდა), გუშინ კი რამდენჯერმე ჯოვანისა და პოლიტანოს ძალიან მაგარი ინტერაქცია ვიხილეთ. ის, რაც გუნდს მარცხნივ არ აქვს.</p><p><img src="pictures/artimages/original/7b9c00cfa24888287a438c38e8c5d8c6.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title=""კვარასთან" ერთად "მანქანა" ვერ შექმნა... თურმე ვცდებოდით... ხვიჩას ცოტა დააკლდა - "ნაპოლის" მარცხის შემდეგ" /></p><p>"ლაციოსთან" ობიექტურად ისეთი განცდა დარჩა, მოედანზე მთავარი კაცი ხვიჩა კვარაცხელია იყო, ის უბრალოდ სხვა მასშტაბისა და შესაძლებლობების ფეხბურთელია. ჩვებებური ძალიან დიდი მონდომებაც ეტყობოდა, თუმცა უბრალოდ გუნდი ვერ ახერხებს, 77-ე ნომრის საუკეთესო მხარე დაგვანახოს. ჯერ ერთი, ხვიჩა ბევრს მუშაობს დაცვაში, უწევს შეტევების წამოწყება და ამ დროს მნიშვნელოვანია, მისი მოხერხებული, დახვეწილი და შეტევის ოპტიმალურად გაგრძელების რესურსის მქონე პასებს გუნდი რა გაგრძელებას უპოვის. უკვე დავწერეთ ფლანგიდან არასათანადო დახმარებაზე, "უოსიმენობაზე", ამას ნახევარდაცვის ნაკლეპროდუქტიულობა (პრესინგის ვერდაძლევაც) ემატება და რაღა დარჩა?! ერთი რაც დარჩა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჯარიმის სახიფათო ზონაში მოპოვება და მისი თავადვე შესრულებაა. კვარაცხელიას ეს საქმე ერთხელ კარგად გამოუვიდა, თუმცა ახლა მცირედი დააკლდა (ეს ამბავი ძალიან განიცადა).</p><p>ხოდა ზემოთჩამოთვლილი ამბებია, "ნაპოლის" ოთხეულსაც რომ საეჭვოს ხდის. კიდევ რა? კონკურენციის არარსებობა. კონტემ გაიაზრა, ნერეშისგან "კვარას" დუბლიორი რომ არ გამოვიდოდა და ის ისევ მარჯვნივ გამოიყენა, თუმცა ამით საკმაოდ აქტიური პოლიტანოს გარეშე დარჩა. ცვლილებებით გუნდმა თამაში ვერ შეცვალა და რჩებოდა განცდა, "ლაციო" სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. გოლის გაშვების შემდეგ ამ ფორმაციით მათამაშე ნეაპოლელების თამაში სულ უფრო უიმედო ხდება, "ატალანტამ" ეს კარგად გამოაჩინა. ასე მიიღო გუნდმა ერთ კვირაში ორი მარცხი რომაელებისგან, რომლებიც თავის მხრივ, იტალიურ გუნდებს შორის საუკეთესო ფორმაში სულაც არ არიან.</p><p>იმედს ნუ გადავიწურავთ, აგვისტოში გუნდმა ისე დაიწყო, ამდენზე ფიქრი თავხედობა იქნებოდა!..</p><p><p><p><br></p>

  • ზაზას

    ზაზა შენ დააჯვი ამ პოლიტ კომენტარების პატრონებს თავზე გზაგზა

  • ვაგნერი ჯანაშია

    ბატონო სოსო!! 200% სიმართლეს ქადაგებთ.ერთი ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული ფეხბურთელის დონეზე ჩამოლაბორანტდა ,,კვარადონა". ასე იცის ბრბოს უზომო ქება დიდებას აყოლამ.

  • მიხეილ ბიძინოვიჩი

    კვარა სწორ გზაზე დგას,საქართველოს მხარეს არის და არა რომელიმე პარტიის. არ არის საჭირო ამდენი ტვინგაციებულების კომენტარები.

  • გიორგი

    მართალი ხართ სულ კუთხურის ალამთან მიიწევს ემანდ კარის სიახლოვეს რამე გაუგებრობაში არ მოვხდე და შემთხვევით გოლი არ შევაგდოო

  • ნაპოლეონი

    ევროპას და სად მივდივართ ყვირილს შეეშვას და ყველაფერი კარგად იქნება

  • Zaza

    1. არის თუ არა იგივე კონდიციებში რაც პირველ სეზონში? ჯანდაბას ტექნიკურ და ტაქტიკური მონაცემები არ გინახავს შესაბამის სტატიებზე, მაგრამ მარტივი არითმეტიკაც არ იცი. სეზონის დაახლოებით მესამედია განვლილი და აქვს 5+3, ანუ თუ ასეთი ტემპით გააგრძელა სეზონის ბოლოს უხეში დათვლით 15+9 ექნება რაც წინა ორივე სეზონზე უკეთესი მაჩვენებელია! წარმატებულ დრიბლინგებიზე, საგოლე შეტევებში მონაწოლეობაზე, წინასაგოლე გადაცემბზე აღარაფერს ვამბობ რაც ასევე გაუმჯობესებული აქვს. 2. ნაპოლის რიგითი მოთამაშეა?! მთელი ნეაპოლი გადარეულია მაკტომინეის ჩამოყვანით რომელსაც სულ 2 გოლი აქვს გატანილი! ხვიჩა კი გუნდის ბომბარდირი და შეტევის სული და გულია! 5 გოლის ავტორი სეზონის ამ ეტაპზე რიგითი ფეხბურთელი ფიზიკურად ვერ იქნება! სამწყხაროდ ფეხბურთიც არ გესმის და კომენტარებს წერ! 3. რატომ ვამბობდით რომ ნაპოლი ხვიჩამ გახადა ჩემპონიო? ჩვენ კი არა სერია ამ თქვა და აღიარა როდესაც ლიგის საიკეთესო ფეხბურთელად აღიარა. რატო ხვიჩა და არა ოსინენი? ოსიმენი მანდ წინა სეზონშიც იყო (და ყველა დანარჩენი სპალეტიანად ) მაგრამ ჩემპიონები კვარას მისვლის შემდეგ გახდნენ “რატომღაც”. 4. რატო წერთ რომ რეალს, ბარსას, ლივერპულს უნდათო? თავად ამ კლუბებთან დაახლოვებული სპეციალისტები წერენ და ქართულმს მედიამ გაატაროს? 5. არ ღირს 100 მილიონიო? ფაქტია რომ 110 მილიონად არ გაყიდეს ამ ზაფხულს პსჟ-ში და ეენ იძახე არ ღირსო!

  • კევინი

    რა მოკრძალებულად ითხოვ ფულს. გაბედე შე კაცო, რისი გერიდება? :) მიბაძე შენს უფროსობას.

  • რჩევას

    1000000000000000000000000000000000000000000%-იანი მართალი ხარ! ევრო კავშირმა თვითონ განაცხადა, რო 2030წლამდე გაფართოება არ იქნებაო! ამიტომ ეგ აქციები უნდა გაგემართათ ევროკავშირის ოფისთან და არა პარლამენტთან, კობახიძემ რა სთქვა, რო აღარ გვინდაო ევრო კავშირიო? კაით რა? უბრალოდ მიზეზი გჭირდებიდათ გადატრიალებისთვის. მიდით ნაცების დაკრულზე იცეკვეთ და დაანგრიეთ ქვეყანა. ვაი მართლა ვის ემსახურებით?!

  • SOSO

    არ მესმის ვის რაში სჭირდება ასეთ პათოსის სტატიები, თითქოსდა კვარა იგივე კონდიციებში იყოს და ისევ სასწაულებს ჩადიოდეს მინდორზე, როგორც საჩემპიონო სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც ყველანი-ქომაგებიც და მცველებიც პირდაღებულნი რომ უყურებდნენ, ვითომდაც თვალშისაცემი რეგრესი არ განეცადოს და დღეისათვის ნაპოლის ერთ რიგით ფეხბურთელად არ ჩამოლაბარანტებულიყოს. ვერ ვხდები ან კვარას რა თავში სახლელად სჭირდება ეს გაუთავებელი საქილიკო ქება-დიდება...ჯერ იყო და ნაპოლი ხვიჩამ გახადა ჩემპიონიო, ოსიმენას გოლები კვარას პასებით გააქვსო, ხან რეალში გადადისო,ხან ბარსელონაში,ხანაც ლიველპოლში და ხანაც ბაიერში გადადისო, მისი ხელფასი ხომ ლამის ქართული სახემწიფოს თავსატეხი გახლდა..... შეეშვით ამ ბიჭს, აღიარეთ რომ რეგრესი აქვს და სასწრაფოდ კლუბის შეცვლა სჭირდება, რომ როგორმე მოხდეს მისი თამაშის გადატვირთვა და ისევ კარიერულ პროგრესის ხაზზე დაბრუნება. უნდა შეეგუოს რომ მისი დღემანდელი შედეგების გათვალისწინებით,როგორც კლუბში ისე ნაკრებში 100 პლიუს მილიოს არავის გადაიხდის და თამაშის გარანტიას არავინ მისცემს, ბევრი რამ თავიდან აქვს დასამტკიცებელი...

  • რჩევა!

    ხვიჩა! შეეშვი ამ ნაცების მხარდამჭერ განცხადებებს და მერე ყველაფერი კარგად წაგივა! მარტო ცალ მხარეს "მხარედ" პოზირება, არაფერს კარგს არ მოგიტანს! მეორე მხარესაც რო გაიხედო კარგი იქნება! გადამწვარი გამზირი, 150-ათი დამწვარი პოლოციელები, ქურდობა, რეკეტიორობა, რაღაც ნიღბიანთა შავრაზმელთა თარეში, და ეგ მოგწონთ?პოლიციელები თავის მოვალეობას ასრულებენ და ვინც დაეტაკება პოლიციას, მიიღებს იმას, რაც მიიღეს! დადექით სწორ გზაზე, ნუ გახდებით ნაცების მხარე, რომელთაც სათავეში მოსვლა უნდათ, ყველანაირი შავი მიზნების გამოყენებით!

  • aaa

    ჩემი ვარაუდით ნაპოლი წელს მეექვსე ან მეშვიდე ადგილს დაიკავებს. მას აღემატებიან,ინტერი,ატალანტა,ლაციო,იუვე,მილანი და ფიორენტინაც კი.

  • zura222

    უსახელო ნაც ვირთხა ეგ ნომერი ასიანი მამაშენს ქონდა და ეხლა გადმოგილოცა შენ DDD

  • gogi

    მოდი ობიექტურები ვიყოთ - გარდა იმისა რომ გუნდი არაა ბოლოდე აწყობილი, ხვიჩაც ვერ არის ფორმაში აშკარად. წინა თამაშშიც პასები გააფუჭა, ახლა დარტმებში იყო ძალიან არა ზუსტი. აღარაფერს ვამბობ, რომ კაცის მოტყუებაც უჭირს ძირითად შემთხვევებში. რაც შეეხება ლუკაკუს, აშკარაა რომ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ნაპოლიც უკეთესი იქნებოდა და ხვიჩაც.

  • gogi

    ეს აჯაფსანდალი ამ კაცის ტვინში იხარშება? ყოჩაღ მაგას! ისე არც ერთი ფეხბურთელი პოლიტიკურ კლიპებში არ ყოფილა გარდა ოთხი ქოცი ფეხბურთელისა

  • zura222

    ჰაა რა არ მოგეწონა უსახელო ნაცო? რა თქვა ამ კაცმა ტყუილი ერთი დაასახელე ! მაგრამ ვერ დაასახელებ ისევე როგორც შენი შეფები ვერ ასახელებენ ერთ დარღვევას არჩევნებზე !

  • zura222

    100 % მართალი ხარ ძმაო და ძალიან ბევრის სათქმელიც თქვი ! ის არაკაცი ვირთხები წრიპინებენ არჩევნები გაყალბდაო მთავრობა და ხალხი ეუბნებათ ერთი ფაქტი დადეთო და ისინი დებილებივით იმეორებენ არის ფაქტები და მერე დავდებთო ! მერე როდის 10 წლის მერე ? თუ რამე გაქვთ რას ელოდებით ? ეხლა დადეთ თქვე იდიოტებო რომ მაგალითად მეც დაგიჯეროთ და ხალხის უმრავლესობ დაგიდგეთ გვერდით და მოგიყვანონ ხელისუფლებაში მაგრამ რაც არ გაქვთ რას დადებთ ? იგივეა დებატებში უარის თქმაც --გეუბნებათ კაცი მე მარტო ვიქნები და თქვენ 10 კაცი შეარჩიეთ და დავჯდეთ პირდაპირ ეთერშიო და ამაზეც კი უარს იძახით იმიტომ რომ იცით 10-0 ს მოგიგებთ ის ერთი კაცი !

  • zura222

    მთელი იტალიური პრესა აჭრელებულია ლაურენტისის კრიტიკთ და მართლებიც არიან ! ნერეშის შესახებ კითხეს კვარაცხელიას ვერ ცვლისო და რატომ გამოგყავთ ასე ხშირად კვარას მაგივრადო და იმ ბებერმა იდიოტმა წუწურაქმა უპასუხა--ნერეშში ფიული გვაქვს გადახდილი დიდ ხელფასსაც ვუხდით და ხომ უნდა აანაზღაუროს ის ხარჯებიო ! აი მარტო ამ პასუხითაც ჩანს რა ტიპია და ვინ აყენებს ნაპოლიში შემადგენლობას ! გასაკვირია მეორე ადგილზე რომ არიან და არა სადღაც მე-15 ზე !

  • Gel100-ს ეგ ნომერი ქონდა შენ მანქანას ძველად? ახლა yle100 გაქვს ხო

    ნეტაარ ეწეოდეს ამენს

  • gel-100-s

    შენ ტვინი და კაცობა გქონდეს და მე ჯანდაბას ფული.შენი ქართულის მასწავლებელი ალბათ სირცხვილით იწვის.

  • GEL-100-ის საპასუხოდ

    წითლით თეთრზე წერია "კომენტარი რომელიც შეიცავს უხამსობას,შეურაცყოფას,ძალადობას წაიშლება ადმინსტრაციის მიერ".მაშინ,ბიუჯეტიდან ხალხისთვის მოპარული ფულით დაფინანსებული არამზადა ბოტის დაწერილ სისულელების და ტყუილების "მოთხრობას" რატომ აქვეყნებთ?

  • დავითი

    ჯიგარი ხარ, გენაცვალე!

  • gel-100

    ნაპოლის დღევანდელი თამაში ძალიან გავს ერთ დროს სუსტი საქართველოს ნაკრების თამაშს, მუდმივი უკან პასები, ბურთის თრევა, ერთმანეთის ვერ დანახვა თუ დამალვა და საჯარიმოსთან რის ვაი-ვაგლახით მისული ფეხბურთელების უკან წამოსვლა და მეკარემდე ბურთის ჩამოტანა, პლიუს ამას გყავდეს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ვინგერი რომელმაც თავისი სატრანსფერო ფასი მარცხენა ვინგერათ თამაშის დროს აწია და შენ იყენებდე მარცხენა მცველად არ მესმის, თუ მარცხენა მცველი ჭირდებოდათ გაეყიდათ კვარა და მაგ 100-მილიონად დაცვის ორივე ფლანგზე დღეს-დღეობით საუკეთესოებს იყიდიდნენ და კვარაც ამოისუნთქებდა ამ დაუნახავებისგან,,რაც შეეხება კვარას ან წამო ძმაო მაგ გუნდიდან ან კიდე მოაგვარე მაგ კონტრაქტის საქმე და ითამაშე ფეხბურთი ასე არ გამოვა სუპერვარსკვლავის მოლოდინი გვქონდა და არ დაუშვა რო ჩვეულებრივ ფეხბურთელად გაქციონ ეს ერთი და მერე მეორე კიდე შენს განცხადებასთან დაკავშირებით აგერ ერთ-ერთი ყველაზე დედა მოტყნული ნაცი გია ჭანტურია რომლის თავშიც იხარშებოდა ის თუ როგორი სისასტიკით უნდა ემართათ ქვეყანა გამოვიდა და იძახის აგერ კვარა ჩვენიანია და იმედია სხვებიც კვარასავით მოიქცევიან ნაკრებში და ვინც არ მოიქცევა გარიყეთ და პასი არ მიცეთო, ანუ ჯერ ის რო მაგით ხელს აწერენ ნაკრების მარცხს და მერე მეორე ის რო ცდილობენ ნაკრების დალაგებული გასახდელი ისე არიონ როგორც ქვეყანას ურევენ და ეს მოიტანა იმ თქვენმა განცხადებებმა თქვენი გაგებით ძალადობის წინააღმდეგ რო გააკეთეთ რამოდენიმე ფეხბურთელმა, ხოდა ახლა ნება იბოძეთ გამოეთესლეთ ყველა და გაცხადებულად თქვით ვინ ხართ ნაცი და ვინ ნეიტრალურ პოზიციაში, ვინაიდან თქვენიანად გთვლიან ყველას ვინც განცხადება გაავრცელეთ და ამით ძალადობას უკვე ნაკრებში უყრიან საფუძველს იმ ნაკრებში რომელი ნაკრებიც ფეხებზე ეკიდათ თავის დროზე სტადიონებიც დაუნგრიეს და რეიტინგშიც 155-ადგილზე ვიყავით ნაცების მთავრობაში ყოფნის დროს,,ნაცი კვარა კიარა პაპაჩემი რო გააცოცხლონ ის არ მინდა, ვინც ნაკრებში ჩემიანად ან სხვისიანად დაყოფას გაბედავს გააჯმევინეთ ნაკრებიდან ყველას გინდა კვარა იყოს გინდა ბუდუ და გინდა ქოჩორა, ნაკრები უნდა იყოს პოლიტიკისგან სუფთა ფეხბურთელების გუნდი, მით უმეტეს მოღალატე და ადამიანების მწამებელი და მხოცავი პარტიის თაყვანისმცემლები არ უნდა იყვნენ ნაკრებში, დავინახეთ გუნდში პოლიტიკის შემტანი ფეხბურთელების აზროვნება და გაგება რამდენად უცხოა ქართული აზროვნებისგან და რამდენად დაგვაზარალა მაგ აზროვნებამ ბოლო თამაშებში, ვისაც პოლიტიკოსობა გნებავთ მიბაძეთ ოცნების მომხრე სპორტსმენებს დაასრულეთ კარიერა და იპოლიტიკოსეთ რამდენიც გინდათ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ არა პოლიტიკა და პოლიტიკის ბინძური მხარე უკრაინასთან ორ ბავშვურ შეცდომას არ დაუშვებდით და ორივე თამაშს მოვიგებდით მიუხედავად ზოგიერთი დედა მოტყნულის გამონათქვამებისა უკრაინა ომშია ჩვენზე მეტად ჭირდება თამაშიო და დღეს განა გადარჩენისთვის ვიბრძოლებდით მსოფლიოზე მოსახვედრი საგზურისთვის გვექნებოდა თამაშები,,ფედერაციას მივმართავ კიდე გაიხსენეთ როგორ გაყარეს ნაკრებიდან ნაცებმა ყველა ის ფეხბურთელი რომელიც ნაცებს ტაშს არ უკრავდა თქვენ კიდე ის მაინც მოახერხეთ რო პოლიტიკის ნაკრებში შეტანა ვერავინ გაბედოს და თუ გაბედავს გაუშვით ყველა ვინც მაგას კადრულობს და ვინც კადრულობს ვხვდებით და ვხედავთ ყველა,,შეიძლება ფიქრობთ რო კოლექტიური ნაცები იმას არ იკადრებენ რო ნაკრებში სიტუაცია არიონ და ნაკრების წაგებები და ცუდი თამაში გამოიწვიონ ეს ხო მათი ქვეყანაც არი და რატო უნდა უნდოდეთ მათი ქვეყნის მარცხი, თუმცა გადახედეთ დღემდე როგორი აზროვნებით მოვიდნენ ნაცები მათთვის სულ ერთია ჩვენი ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში იქნება თუ კარგში, ნათქვამიც ხო აქვთ თუ გიულიჩა არ იქნება ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოსგანო, ანუ მათი აზროვნება და მართვის სტილია ეგ თუ თვითონ იქნებიან მთავრობაში ჭამონ და იგულაონ ქართველი ხალხის ხარჯზე ხოლო თუ გავბედავთ და გადავირჩევთ და თვითონ აღარ იქნებიან მთავრები მაშინ ქვეყანაც ფეხებზე კიდიათ და ხალხიც რაც პირადადაც თქვეს და მოქცევითაც ამტკიცებენ ყოველდღე ქვეყნის და ხალხის დასანქცირების ხვეწნით, რო დაგვასანქცირონ და დაუშვათ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ ნაცების ხვეწნა მუდარის გამო როგორ გგონიათ ვინ დაზარალდება?? თვითონ დეპუტატის ვიზით ჩვეულებრივად ივლიან ნაცებიც და ოცნების დეპუტატებიც და ჩვენ ხალხი დავრჩებით პირღია და ამას როცა მიხვდებით გვიან იქნება და მოგტყვნიათ დედის მუტლები მერე ყველას ვინც დღეს ესე გაუგებრობთ და სიმართლის თავში შეშვება არ გინდათ,,ერთ დღესაც მაგ სახადს მოვიშორებთ რასაც ნაცები ქვია და მერე დღეს ვინც მიტინგობთ და ქვეყანას ანგრევთ რა პირით უნდა იცხოვროთ საქართველოში?? ისე არ გამოვიდეს თითქოს ოცნების ტყუილიც მჯერა და სხვისი სიმართლეც არა თუმცა ოცნება ფაქტებით, წლებით,თვეებით და სექტორ-სექტორ გვეუბნება წამოგვყევით და ყველა სფეროში და სექტორში დაგიმტკიცებთ ფაქტებით ჩვენს სიმართლესო მეორე მხარეს კიდე არის ძალა რომელიც რასაც იძახის დღემდე არაფერი შეუსრულებია,პლიუს მაგათი მთავრობაში ყოფნის წლებიც გვახსოვს და ისედაც უყურებთ როგორ ტყუილებს კადრულობენ და როგორ გვეუბნებიან თეთრზე შავს და რავიცი რის მიხედვით დავიჯერო ოპოზიციის?? მთავრობა გეუბნებათ თქვენი ტოპ ტვინებიდან საუკეთესო ათი ტოპ ტვინი შეარჩიეთ და სადაც გინდათ დავსხდეთ და განვიხილოთ ვინ იძახის ტყუილს და ვინ მართალსო, ხან ტელევიზიაში შევარდით ხან პარლამენტის შენობა გაანადგურეთ ხან რა მოიფიქრეთ ხან კიდე რა და მაინც არ შეხვდით ადამიანს რო ლაივში გესაუბრათ და გაგვეგო რომელი მხარე ტყუის და ამის შემდეგ ისევ გამოდიხართ და უნამუსოდ გაიძახით ეს მთავრობა გვატყუებს და ჩვენ მართლები ვართო, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო თქვენზეა ნათქვამი, თუ მართლები ხართ რატო არ ხვდებით პრემიერმინისტრს პირდაპირ ეთერში? თუ ეს მთავრობა რუსეთში მიგვათრევს რატო ვერ უმტკიცებთ? იმ ენა ბლუ ყლეს ტოპ-ტვინები რო გონია თავისი თავიც და მისი თანაპარტიელებიც ტოპ ტვინები კიარა ტოპ ყლეები ხართ ბიძია ერთ კაცს ვერ შეხვდით რო თქვენი არარსებული სიმართლე დაგემტკიცებინათ,,ანუ რა გამოდის ნაციკების გამარჯვებამდე უნდა ვატაროთ არჩევნები? ნაციკების გამარჯვებამდე უნდა იმიტინგოთ და წვაათ ქვეყანა თუ რაარი თქვენი საბოლოო მიზანი?? სიმართლისთვის რო თქვენ არ იბრძვით და სიმართლე რო თქვენს მხარეს არაა ყოველდღე გიმტკიცებთ პრემიერმინისტრი ბრიფინგების საშუალებით მარტო დგას ადამიანი და ოპოზიციის 20-ჟურნალისტი ხან რა კითხვას უსვავს ხან რას გააფთრებულები თუმცა ყველაფერზე აქვს პასუხი მთავრობას და იმიტომაც არის მშვიდად, მართალი ადამიანი ქვაზე მაგარიაო

  • M-33

    კონტეს ამ გადაკეთებულ (4-3-3)-ში თანაგუნდელების დახმარება არცერთ შეხვედრაში მოედნის არცერთ მონაკვეთზე არ იგრძნობა კვარას მიმართ სამწუხაროდ, კონტე კი "მძიმე" დაცვის მოყვარული შედეგზე ორიენტიტებული მწვრთნელია მარა ასეთი არაორდინალირი/მრავალმხრივი შემტევი გყავდეს კვარას სახით და მას ჩარჩოში ჩასმულ უინტელექტო მაკტომინეის ამჯობინებდე შეტევითი ოპერაციების წამოსაწყებად თუ შიგადაშიგ მეორე ფორვარდათ რბილად რომ ვთქვა ეს დანაშაულია. კი ბატონო მარცხენა მცველი ოლივერა ვერაა ის კაცი წინ რეაქტიული გარბენები გააკეთოს და მასზე გადასულ კაცზე კვარას სივრცე გამოუნთავისუფლოს მაგრამ მე მაინც უფრო მძიმე შეცდომა კონტეს მხირადან ის მგონია როცა კვარა საჯარიმოდან ისევ აუტის ხაზთან უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე საჯარიმოში. კვარას ასათვისებელი სივრცე მაკტომინეის დაუთმო განგებ კონტემ და საშუალოზე საშუალო შოტლანდიელი გვევლინება გაცილებით ხშირად პლეიმეიქერადაც და მეორე ფორვარდათაც ლუკაკუს გვერდით როცა პირიქით უფრო ხშირად ხვიჩა უნდა იყოს აქ. პლიუს ანგისა ისეთივე ცუდი იყო გუშინ როგორც მაქტომინეი და ვინ იცის ესენი როდის გაუმჯობესდებიან წინ მთელი სეზონია მგონი აღარც. მთავარი შეცდომა კი კონტეს 3-5-2 სქემიდან მისთვის უცხო 4-3-3-ზე გუნდის გადაწყობაა. როცა ხვიჩაც უფრო ნაკლებად ატარებს დროს მოედნის საჯარიმოს მისადგომებთან თუ მის შიგნით და პლუუს დაცვაში შენელებული ანგისას და ნელი ოლივერას გამო დაცვაში კაცი სულ აკლდებათ კონტრებზე, გუშინაც ასე მიიღეს გოლი როცა ბონჯორნო წინ იყო აწეული და კონტრზე გამოქცეული ლაციოს ვინგერი ვერავინ გადააზღვია რაც ფიზიკურად არ მოხდებოდა 3-5-2 სქემაში.

  • ჟორა

    გუნდი რომ არ იყენებს სათანადოდ ხვიჩას ფაქტორს, ეს აშკარაა. შეტევის 60% მარჯვენა ფრთიდან მიდის, შებრუნებით კი უნდა იყოს. ვინ ასწავლა კონტეს ასეთი ტოტალური თავდაცვა არ ვიცი. კუთხურის დროს 11 ფეხბურთელი საკუთარ საჟარიმოშია და მოგერიებული ბურთის საჯარიმოს გარეთ მიმღები აღარავინ რჩება. ლუკაკუზე, რომ გუნდს ააწყობ და ოსიმენს გაანათხოვრებ, არა მგონია სრულ ჭკუაზე, რომ ხარ. ოსიმენი თუ არ ვარგა და ამიტომ არ ათამაშებთ, 130 მილიონად როგორ აპირებთ მის გაყიდვას?

  • * დათო ს.

    კვარაცხელიას გამო, 4-3-3 სტილით ათამაშებს გუნდს, მაგრამ ტყუილ უბრალოდ არბენინებს და ბურთით არ ტვირთავს და რატომ, არ ვიცი.

  • ამაშია საქმე

    გუშინ დავრწმუნდი რომ დროა ხვიჩა ინგლის ტოპ გუნდში წავიდეს,რადგან იტალიაში ანტი ფეხბურთის ზეიმია.იტალიაში ფეხურტყია.ნაპოლიში ამდენ უტეხნიკო ფეხბურთელების გვერდზე თამაში საშინელებაა.ელემენტარულ სიტუაციებში პასს ვერ აკეთებენ,ვერ აზროვნებენ.პოლიტანო,დი ლორენცომ ცუდად ითამაშეს,შოტლანდიელი ხის თავიანია,ხოლო ოლივიერამ ლაციოს ორი ქულა აჩუქა.ეტყობა სისწრაფის მაგარი პრობლემა აქვს.იმედი იმან მომცა რომ ხვიჩა ძველ ფორმას უბრუნდება, ბურთს უკან აღარ აბრუნებს და მცველებთან პირდაპირ დრიბლინგზე მიდის.

  • ჯიმა

    ცუდას რად უნდა მტერობა.... შეჭამეს ეს ბიჭი მაგრამ ვერ მოჭამენ:) წამატებები კვარა....

  • კაჭკაჭი

    უცხოს და საუცხოოს ამბავია. ჯერ ერთი რატო უნდა მივიღოთ იტალიელების აზრი უპირობოდ? ზისტად ჩვენი უნდა ვწეროთ. რას არ ეთანხმებიან, კვარა ცუდიაო? ლიკაკუ კარგიაო? თუ ოლივერა წყვეტს ციდან ვარსკვლავებსო?

  • tngh

    ნაპოლი არასდროს არ იყო იტალიის ლიდერი გუნდი... "ინტერი", "მილანი"... "იუვენტუსი" ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდები არიან... საკუთარი ისტორიით და ბიოგრაფიით!!!

  • ბს

    თქვენ აზრს რომ არ ეთანხმებიან იტალიელი მიმომხილველები ბატონო ღვთისავარ! ობიექტურობა არ უნდა დაკარგო პატივცემულო

  • ემიგრანტი

    4-5-1 ტაქტიკით ათამაშებს კონტე გუშინაც გამოჩნდა რომ კვარას დაცვით ფუნქციები უფრო აბარია ვიდრე შეტევითი მისგან გოლს ითხოვენ 60-70 მეტრას რომ გაირბენ გაეხსნები დქ პას არ გაძლევენ ცოტა არ იყოს ცუდად ჩანს. კვარამ უნდა დატოვოს ნაპოლი....

  • მირო

    ვინც ადევნებს თვალს წლევანდელ ნაპოლის,დიდი ექპერტობა არ სჭირდება,რომ დაინახო,აქამდე ნაპოლი ბევრად გამართლებების ხარჯზე მოვიდა,ვიდრე აწყობილ დაწყობილი თამაშით.ყოველთვის არ გაგიმართლებს და ნაპოლიც იწყებს უკუსვლას,რაც რეალობის შედეგია.ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.ფაქტიურად ხვიჩას გარდა ყველა საშუალო და დაბალ დონეზე თამაშობს.კონტეს ფეხბურთი კი ხვიჩას ეფექტურობასაც ანახევრებს.თუ გინდა კვარამ შედეგი დაგიდოს,არ უნდა დაავალო დაცვაში მცველივით თამაში.ეს არაა მისი საქმე და თავდასხმაში გადასვლაც უგვიანდება.თავიდანვე ვფიქრობდი,რომ კონტეს ფეხბურთი არ იყო კვარასთვის საუკეთესო.ასეც არის.

  • Levani

    მე გენიოსმა გუშინ დავდე ტოტალიზატორში ფლამენგო 2,5+ ვოლფსბურგი 2,5+ და ატლეტიკოს და ნაპოლის შორის არჩევანი ნაპოლიზე გავაკეთე 3,5+ პირველი ორი დაჯდა და მეთქი იქნება ხვიჩამ გაიბრწყინა,ლუკაკუმ ილუკაკუს და ა.შ. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო ისე დაჯდა. მე-ოპტიმისტი,ვისაც პირადი ინტერესი მქონდა გოლების ვუყურებდი თამაშს და ვხვდებოდი რომ აქ შანსი 0,0001% იყო გოლების გატანის. რაღაცნაერად ათამაშებს კონტე გუნდს,უფანტაზიოდ.ხვიჩა.კუთხეშია მოქცეული და გუნდი ფაფხურობს. სპალეტის დროინდელი გუნდი ჯობდა 2 თავით

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა

კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს

"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა

ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს

ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა

სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება

საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?

Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას

შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა

ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა