კარგი ამბავი. ხვიჩა გამოჯანმრთელდა - ითამაშებს "ჯენოასთან"?

AutoSharing Option
Sky Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია იმაზე ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და დღეს საერთო ჯგუფთან ერთად სრულად ივარჯიშა.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მოირჩინა, შაბათს "ჯენოასთან" მატჩისათვის მზად იქნება და ახლა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უნდა გადაწყვიტოს, გენუაში ათამაშოს თუ არა.

თუ კონტე არ გარისკავს და ხვიჩას "ჯენოასთან" შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანს, მას 29 დეკემბერს სახლში "ვენეციასთან" ასპარეზობის საშუალება მიეცემა. გადაწყვეტილებას გუნდის თავკაცი სამედიცინო შტაბთან ერთად მიიღებს.

გადაწყვეტილია, რომ ტრავმირებული ალესანდრო ბონჯორნოს ნაცვლად კონტე სასტარტოში ჟუან ჟეზუშს დააყენებს. რაც
შეეხება ანდრე-ფრანკ ზამბო-ანგისას, ის სათამაშოდ მზად არის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთხელ მეფეს მოახსენეს ტყეში ყვავი მომკვდარაო. რას ამბობთ, მე მაგის დაბადებაც არ გამიგიაო, გაეცინა ხელმწიფეს. ხვიჩას მთელი მსოფლიო იცნობს და ბევრი გულშემატკივრობს, ბევრს აინტერესებს და თვალყურს ადევნებს, მის ტრავმებსაც განიცდიან. აი შენ ვინ ხარ, ვის ადარდებ საერთოდ, მაგაზე როდისმე დაფიქრებულხარ? მით უმეტეს რომ დარწმუნებული ვარ ხვიჩას შენთვის არასოდეს მოუყენებია შეურაცხოფა. აბა რა გინდა, მეტი დასაკბენი და დასაგესლი ვერავინ ნახე ამ ქვეყანაზე? თუ არ შეგიძლია რომ გაამხნევო და წარმატებები უსურვო, ხომ შეიძლება გაჩუმდე მაინც და ბოღმა არ ანთხიო.
tENGO-ს
12:37 20-12-2024
1
რამ გაგაბოროტათ..) რა უბედურებაა,საიდან მოდიხართ,რა დედ-მამამ გაგზარდათ ასეთი უგულო და გამწარებულები..?) გაიღიმეთ,ხვალ ზეგ შეიძლებაე გამასწროთ მაღლა..)) ამ სიბოროტეს პასუხისგება უნდა..☺️ ხვიჩა კი გაპატიებთ,მაგრამ ღმერთი თუ გაპატიებთ ამდენ ბოღმას ადამიანებისადმი...☺️
westi
16:00 20-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული