Corriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა

AutoSharing Option
იტალიური მედია ნეაპოლელთა ახალ კერპად გამოცხადებულ დავიდ ნერესზე წერს, რომ ახლა ძნელია მასზე უარის თქმა და ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება. Corriere dello Sport-მა დღეს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის სასტარტოში დაბრუნება რთული იქნება.

გამოცემა წერს, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელის, ანტონიო კონტესთვის მატეო პოლიტანო შეუცვლელია, რამეთუ მარჯვენა ფლანგზე ჯოვანი დი ლორენცოსთან ერთად ეფექტურად მოქმედებს და კვარაცხელიას ნერესთან მოუწევს კონკურენცია.

ხაზგასმულია, რომ „ნაპოლი“ „ჯენოასთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, „ვენეციასთან“ დაპირისპირებისთვის სამზადისს შეუდგა, ხვიჩას გუნდის შემტევ სამეულში ადგილი გარანტირებული არ აქვს და ჯერ უცნობია, ვის
სასარგებლოდ გააკეთებს კონტე არჩევანს, რამეთუ ძალიან უნდა წლის ბოლო შეხვედრაში, პირთამდე სავსე „დიეგო მრადონაზე გამარჯვების მოპოვება, თუმცა ამჟამად ნერესის სათადარიგოთა სკამზე დატოვება წარმოუდგენელია.

ხვიჩა „ჯენოასთან“ მატჩში 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, რამდენიმეჯერ თამაში გაამწვავა, მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარში ზუსტად ვერ დაარტყა და გამოჩნდა, რომ ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში არ არის. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია და იქნებ შექმნილი ვითარება „კვარას“ ნეაპოლური კლუბიდან თავის დაღწევაში დაეხმაროს.

alt"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

alt"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩა ძირითადში იქნება 29 დეკემბერს ვენეციასთან, კონტე სულელი არა, რო კვარა სკამზე დასვას, ბოლო 2 თამაში კარგად ითამაშა ნერეშმა, მაგრამ აუტცაიდერებთან, თუ ხვიჩას წასვლა აქვს გადაწყვეტილი, მაგ შემთხვევაში შეიძლება ნერეში უფრო ხშირად გამოჩნდეს ძირითადში
გოგა
20:27 24-12-2024
0
პოლიტანო იტალიის ნაკრების ფეხბურთელია და ნაციონალური ინტერესები ამოძრავებთ ნაპოლის საწვრთნელო შტაბს, თორე ნერეშს მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად შეუძლია თამაში, მარცხნივ ხვიჩა და ლუკაკუ შუაში, მშვენიერი ტრიოა , რა იცი იქნებ დაგლიჯობ ყველაფერი? ხო უნდა ჩადონ? მაგრამ არამგონია, მარადონას რო აღმერთებენ მაშინ რეები გაუკეთეს და როგორი დაუნახავი კლუბია ეგ სტაჟიანმა გულშემატკივარმა იცის, მე 87 იანი ვარ ვერ მოვესწარი მაგ წლებს მარა გამიგია და წამიკითხია.
გიო
13:26 24-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული