ოფიციალურად - ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდის ფეხბურთელია

AutoSharing Option
30 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუედან" ბუნდესლიგის "ჰაიდენჰაიმში" გადავიდა.

კლუბის საიტის ცნობით, ზივზივაძეს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმეს და ახალ გუნდს საწვრთნელ შეკრებაზე პარასკევ საღამოს ალგორფში შეუერთდება.

"ბუდუს თამაშს "კარლსრუეში" უკვე კარგა ხანი ვაკვირდებოდით. იქ გასულ სეზონში აბსოლუტური ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში პროგრესი კიდევ უფრო განიცადა, 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ ბომბარდირის განსაკუთრებული მონაცემები გააჩნია. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივ შეუძლია ჩვენი გუნდის დახმარება. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი კლუბი აირჩია", - განაცხადა "ჰაიდენჰაიმის" მმართველი საბჭოს
ხელმძღვანელმა ჰოლგერ სანვალდმა.

"ჩემს შესაძენად "ჰაიდენჰაიმმა" დიდი ძალისხმევა გაიღო და ბუნდესლიგაში ასპარეზობის შანსის გამოყენებაზე უმალ დავთანხმდი. ახლა მინდა ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მოუთმენლად ველი ჩემპიონატის განახლებას", - თქვა ქართველმა ფორვარდმა.

ka-news-ი იტყობინება, რომ ვინაიდან ბუდუს ხელშეკრულება ზაფხულში უსრულდებოდა, "კარლსრუე" ტრანსფერში 1-1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ზივზივაძის ახალი გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 11 იანვარს "უნიონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ბუდუსს.....მაგრამ ჯობდა კარსრუე გადაეყვანა უმაღლესშიი ყველა მხარე შეცდა ჩემის აზრით
სიმართლე
09:24 05-01-2025
0
გენაცვალე ბუდუ, ყოჩაღ! ამ ბიჭმა ბევრი იშრომა და დაგვირგვინდა ბუნდესლიგით რაც დიდი მიღწევაა, წარმატებები!
ირაკლი
21:54 04-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული