Geo Team-ის ცნობით, "კარლსრუეს" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის "ჰაიდენჰაიმში" გადადის.
ზივზივაძე კონტრაქტის გასაფორმებლად ახალ კლუბში ხვალ გაემგზავრება. ეს გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდს შეტევის ხაზში პრობლემები აქვს და გაძლიერებას საჭიროებს - ბომბარდირი 4 გოლით მარვინ პირინგერია.
"ჰაიდენჰაიმი" კონფერენს ლიგაზე მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფში "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდება.
ზივზივაძის ანგარიშზე მეორე ბუნდესლიგის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია. ბუდუს "კარლსრუესთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt-ის მიხედით 30 წლის ქართველი ფორვარდის ღირებულება 1.8 მილიონი ევროა.