მიქაუტაძემ მოთხოვნით "გალათასარაი" გააოცა - პრეზიდენტი პირადად აპირებს გიორგის სტამბოლში ჩაყვანას

AutoSharing Option
თურქული მედიის მტკიცებით, "გალათასარაის" მწვრთნელს, ოკან ბურუკს ძალიან მოსწონს "ლიონის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის თამაში და კლუბის პრეზიდენტს, დურსუნ ოზბეკს სთხოვა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქართველი შეიძინოს.

Bursa Gündem Haber-ის ცნობით, ოზბეკმა "ლიონს" მიქაუტაძეში სტამბოლური კლუბისთვის სარეკორდო და ასტრონომიული თანხა, 22 მილიონი ევრო შესთავაზა და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ოზბეკი მზადაა თავად გაემგზავროს საკუთარი თვითმფრინავით საფრანგეთში გიორგის ჩასაყვანად.

"ოლიმპიკი" მზადაა ფორვარდს შეელიოს, მაგრამ ახლა პრობლემა ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო გახდა, რომელიც 5 მილიონს ითხოვს (ლიონში 2 მილიონს იღებს) და თუ შეთანხმება ვერ
შედგა, "გალათასარაი" ამინ გუირის (რენი) შეიძენს.

თუმცა, ოზბეკი დანებებას არ აპირებს, ბოლო წინადადებით მიმართავს მიქაუტაძეს და კომპრომისის მიღწევას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიოს წასვლა არ უნდა და ამიტომ მოუხია ამხელა თანხა თურქებს,თან ფიქროს ტუ მომცევენ ამხელა ფულს კი მიღირსო. ჭკვიანური სვლაა ჟორჟისგან. მეც ვფიქრობ რომ ამ ხელფასის გამო ღირს გალაში წასვლა. ისე რა დრო დაგვიდგა ქართველებს ჩვენს ვარსკვლავებს მართლა გრანდები კალთას ახევენ. გალათასარაი აღმოსავლეთის ბარსელონააო ამბობენ.
Რერო
22:02 10-01-2025
2
არ წახვიდე ჟორჟ. თურქები გაგაწამებენ.
gela
22:37 10-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული