რატომ გაემგზავრა "კვარა" რომში? - "ნაპოლის" და პსჟ-ის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს

AutoSharing Option
AreaNapoli იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცასთან ერთად ნეაპოლში მატარებლით ადგილობრივი დროით 19:56 საათზე დაბრუნდა.

კვარაცხელიას სათვალეები ეკეთა, უხასიათოდ იყო, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ტაქსის მძღოლმა, „ნაპოლის“ დიდმა ფანმა მარკო პასკუალემ და ერთმა ახალგაზრდამ შეამჩნიეს და მასთან სურათის გადაღება სთხოვეს, რაზეც თავაზიანად დათანხმდა (იხ. ფოტო). აღნიშნულია, რომ ხვიჩა ჩქარობდა, აღელვებული იყო, სწრაფად დატოვა სადგური და მინივენით, რომელიც ელოდა, სახლში წავიდა.

გამოცემა წერს, რომ „კვარა“ სავარაუდოდ რომში იყო, სადაც თავისი ტრანსფერის შესახებ შეხვედრები გამართა, შესაძლოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა გახლდათ,
რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს და პსჟ-ის წარმომადგენლებს სპეციალურად ნეაპოლიდან შორს შეხვდა.

ფრანგული Footmercato იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვს, პსჟ კი ახლავე მხოლოდ 45 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რაც დონ აურელიოს არ აწყობს, რამეთუ მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს. „პარი სენ ჟერმენმა“ ორი ვარიანტი შესთავაზა: 45 მილიონი + რანდალ კოლო მუანი და 60 მილიონი + მილან შკრინიარი. ხაზგასმულია, რომ ეს წინადადებები „ნაპოლისთვის“ მიუღებელია, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და უცნობია, მოხერხებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა რაა ხომ ვამბობდი რომ არც ისე ადვილადაა საქმე და ის ბებერი კაჟაია ბულავა არაფრით არ დათანხმდება ფულს+მოთამაშეზე შკრინიარის ვარინტი შეიძლებოდა გამოსულიყო (კარგი მცველი სჭირდება კონტეს) მაგრამ პსჟ-ში შკრინიარს 6 მილიონი აქვს ხელფასი და ის წუწურაქი ყოველ დოლარზე რომ ტირის 6 კი არა 3 მილიოსაც არ დაუნშნავდა ხელფასს @ ასე რომ პსჟ-ს ვარიანტი თითქმის გამოირიცხა (იმიტომაც იყო კვარა უხასიათოდ) რჩება პრემიერ ლიგის ბობოლა მდიდარი გუნდების ვარიანტი რომლებიც ან მთლიან 90 მილიონს გადაიხდიან ან კიდევ 50-70 მილიონს ისეთ ფეხბურთელს დაამატებენ ვინც ნამდვილდ უნდა ნაპოლის მაგალითად ლივერპულის ვარიანტი 70 მილიონი+კიეზა.მაგრამ ეგ ვარიანტიც არა მგონია გამოვიდეს კონტეს კი ძალიან უნდა კიეზა მაგრამ ბებერი ვირთხა არ წავა 20 მილიონის დაკარგვაზე @ ეტყვის აგერ გვყავს ნერეში რასპადორი სპინაცოლა ძერბინი და მეხუთე მარცხენაფლაგელი რაღათ გვინდაო? და რაღაცა ვარიანტში მართალიც იქნება - ნერეში ხომ "უკვე ჯობია" კვარას სპინაცოლამ ხომ "ბრწყინვალედ ითამაშა" ბოლო თამაში" რასპადორი საერთოდ იტალიის ნაკრების წევრიაო ასე რომ დაყენდი და ამ ფეხბურთელებით მაიტა სკუდეტო და მე კი ხელს ნუ მიშლი 90 მილიონის დათრევაშიო D იმას კი არ ფიქრობს ის დურაქი რომ რაც დრო გავა კვარას ფასი დაიწევს და 70 მილიონი+კიეზა კი არა 50 მილიონიც სანატრელი გაუხდება P ისე რა დრო დადგაა-- 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ქართველ ფეხბურთელში 70 მილიონს გადაიხდიან და ხურდაში იტალიის ნაკრების ფეხბურთელს დაამატებენო იმას ალბათ ხონის "სანატორიუმში"გააქანებდნეენ DD
zura222
07:38 11-01-2025
3
მგონია რომ სიტი გამოჩნდება მალე ასპარეზე და თავისთან წაიყვანს და ძაანაც მოუხდება მაგ გუნდს კვარა მაგრამ მე ლივერპულში მინდა მამარდა და კვარა ერთად
რონი
10:43 11-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული