"თავიდან ხვიჩას წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახლა კი.." - კონტემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი სანდო ჟურნალისტი წერს იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" დატოვება სურს და მისი ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კატეგორიულად ითხოვდა, რომ დე ლაურენტისს "კვარა" არ გაეყიდა.

Il Mattino-ს ცნობით, ახლა სიტუაცია შეიცვალა და კონტემ კლუბის პრეზიდენტს სთხოვა, რომ ხვიჩას სატრანსფერო ამბავი, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს.

"კონტეს არ სურს გასახდელში იხილოს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში თამაში არ სურს და ამ ამბის მალე მოგვარებას ითხოვს. ანტონიო
ფიქრობს, რომ ეს ისტორია სხვა მოთამაშეებზეც მოახდენს გავლენას და გუნდს მიმდინარე სეზონის მთავარი მიზნის, სკუდეტოს მოპოვებაში ხელს შეუშლის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, პსჟ კვარაცხელიას ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

alt"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altდღეს მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ ბრუნდება, ბუდუ ელიტაში იწყებს... - როცა ხვიჩას ტრანსფერი მთავარი თემაა

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია
 

მკითხველის კომენტარები / 6 /
უმადური ხალხი.ჯერ ოსიმენი მოინელეს ახლა კვარას მიდგენ
ვახო.ხო.
15:03 11-01-2025
0
დე ლაურენტისი = ფეხბურთის არ მცოდნე დიქტატორია! კონტეც მიხვდა, რომ ლაურენტისი კვარასთან დამოკიდებულებაში საკალანდო ღრუტუნების საყვარელ "ოქროს" მიირთმევს და კვარასთან სამომავლოდ კარგი ურთიერთობის შერნარჩუნება უნდა.
ვაჟა მასწავლებელი
15:09 11-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული