იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა, ფრანჩესკო გრაციანიმ Sportmediaset-თან ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:
„როდესაც კონტემ კვარაცხელია შეცვალა, მისი უკმაყოფილება კილომეტრიდანაც შესამჩნევი იყო. თუმცა, მწვრთნელმა მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: „ამ თვეებში მხარეების პოზიციების დასაახლოვებლად დიდი ძალისხმევა გავიღე, რათა კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მიეღწიათ. ჩემი აზრით, კვარაცხელიასთვის ხელშეკრულება ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გაეგრძელებინათ და ამდენი ხანი დახანება საჭირო არ იყო. ჩვენ ყველას შეგვიძლია სიტუაცია ისე ავხსნათ, როგორც გვინდა.
თუმცა, როდესაც პსჟ-დან დაგირეკავენ და იმაზე გაცილებით მეტ ფულს
შემოგთავაზებენ, რასაც „ნაპოლიში“ იღებ, გაცილებით მეტი პერსპექტივა გაქვს და ამბიციები, ბუნებრივია უარის თქმა ძნელია. მე „კვარას“ წასვლა მართებულად მიმაჩნია. მან ეს კონტეს ძალიან გარკვევით აუხსნა. ტრანსფერით ყველა კმაყოფილი დარჩება, მარტო ფეხბურთელი კი არა. კლუბი 85-90 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კონტე ამ თანხის ნაწილით შემადგენლობას გააძლიერებს“.
კონტემ კვარაცხელიას შემცვლელი უკვე შეარჩია