"ხვიჩა, აპატიე ყველას, ვინც შენი დიდი საქმეები დაივიწყა... ოღონდ ახლა ნუ წახვალ!" - ემოციური მიმართვა კვარაცხელიას

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" შესაძლო წასვლამ ნეაპოლელი გულშემატკივრების ნაწილი კი გააბრაზა, მაგრამ არიან ისეთებიც, ქართველს განსაკუთრებულ მადლობას რომ უხდიან და ფეხბურთელისადმი ემოციური მიმართვაც გაავრცელეს.

IL PUNTO Brillante:

"ხვიჩა, აპატიე ყველას, ვინც შენი დიდი საქმეები დაივიწყა; აპატიე მათ, ვისაც "სასუოლოსთან" შენი გოლი აღარ ახსოვთ - ბურთით ფეხზე რომ იცეკვე; შეუნდე ყველას, ვისაც "ატალანტასთან" შენი ბრილიანტური მოქმედება დაავიწყდა - 7 ფეხბურთელის წინააღმდეგ; აპატიე მათ, ვისაც "იუვენტუსთან" 5:1 აღარ ახსოვთ - შენი გოლი, საგოლე პასები თუ ჯადოქრობა 90 წუთის განმავლობაში; აპატიე, ვისაც ის დაავიწყდა,
"ლივერპულელ" ალექსანდერ-არნოლს რა გაუკეთე; შეუნდე მას, ვისაც აღარ ახსოვს, "სან სიროზე" "მილანის" წინააღმდეგ პირველად პენალტი რომ გამოიმუშავე - რომ გეჩხუბნენ და მარიო რუი შენ დასაცავად მოვიდა; აპატიე მათ, ვისაც "სტადიო მარადონაზე" პირველი დუბლი, "მონცასთან", დაავიწყდათ. ასევე მას, ვისაც "ვერონასთან" სადებიუტო მატჩი აღარ ახსოვს. მათთან საუბარს აზრი არ აქვს...

"ნაპოლის" მარადონას შემდეგ ამ დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია. ფეხბურთის სამყაროში ერთ გუნდზე ქორწინება არ ხდება, ასე რომ ადრე თუ გვიან წახვალ. მე ძალიან მინდა, ეს იანვარში არ იყოს. ოღონდ ახლა ნუ წახვალ! - შენ იცი, როგორ მოვიპოვოთ ისევ ჩემპიონობა. ამ ქალაქში ნამდვილი პრინცი ხარ, ამით კი მეფე გახდები და დიეგოსთან ახლოს მიხვალ."

altრა უნდა ქნას "ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე? - შეიძინოს ახალი ტალანტები - ნეაპოლელთა გამოხმაურება

altკვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

altL’Équipe-მ "კვარაზე" მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა - კონტემ კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 24 /
Ძალიან კარგი და ღირსეული გადაწყვეტილებაა, მივესალმები. Მაგ უმადურ, გაუმაძღარ, ძუნწ, მატყუარა დე ლაურენტისთან რომ აღარ ექნება საქმე, მაგას რა ჯობია. Დაისვენებს ხვიჩა და მთელი გულით და გონებით ფეხბურთზე იქნება კონცენტრირებული. Კაპიკებზე ათამაშებდნენ მამაძაღლები, და კიდევ ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს ხვიჩამ მოატყუა რამე და დააღალატა. Სულ მკიდია ამის შემდეგ ნაპოლი, მასში ახალი ქართველის გამოჩენამდე.
Murada
22:15 13-01-2025
2
ისე რავი იანვარში გადასვლები ზოგადად კარგი არაა. მოიცადოს პატარა ხანს, გახდეს კიდევ ერთხელ ჩემპიონი. კარგი შანსი აქვს. თქვენ კიდე რას შეიძულეთ ეს ნაპოლი, თქვენ არ იყავით რომ აღმერთებდით? ერთადერთი გუნდია ვინც ხვიჩასი დაიჯერა და კაპიკებად იყიდა, სხვას არავის უნდოდა. ესე არ შეიძლება სიკეთის დავიწყება. კვარას სიკეთეს რაც შეეხება, უფასოდ არაფერი გაუკეთებია, ეგ ერთი და მეორე კიდე ეგ არის ფეხბურთელის მოვალეობა გოლები იტანოს და თასები მოუპოვოს გუნდს.
პ.ს ისე დე ლაურენტისის ადგილას რომელი გაუზრდიდით 6 ჯერ ხელფას ფეხბურთელს რომელსაც შეგიძლია კიდე წლები არ გაუზარდო, მაგასაც კარგად ვნახავდი რა. უფრო კარგად რომ წარმოიდგინოდ ვინმე სხვა ეროვნების დააყენეთ კვარას ადგილას და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
გიორგი
20:13 13-01-2025
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული