ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას სახალისო პასუხი გასცა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი პსჟ საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში დღეს გასვლაზე დაბალი ლიგის წარმომადგენელ "ესპალის" დაუპირისპირდება.

მატჩის წინა გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე დაუსვეს, რაზეც ესპანელმა სახალისო პასუხი გასცა.

"მომწონს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან, მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებ", - თქვა ენრიკემ, რითაც თავადაც მიანიშნა, რომ კვარაცხელია პსჟ-ის წევრი გახდება.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ქართველს პარიზში დღეს ელიან.
მკითხველის კომენტარები / 20 /
სავარაუდოდ პსჟ 2-3 წელში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და მერე ვიტყვით, მართლაც რა დროული გადაწყვეტილება მიუღია ხვიჩასო!
ისე, თქვენ როგორ ფიქრობთ: ჩაკვეტაძე რომ იყიდოს პსჟ - მ მაგათთვის კარგი არ იქნება?
დარწმუნებული ვარ ბევრ უმოტივაციო ვარსკვლავს აჯობებს და ეხლაც ჯობია!
თემური
13:20 15-01-2025
2
კვარაცხელია რომ გაქცევაზე იყო ეს ყველამ ვიცით
შარშან ვნახეთ პერეგავორას ინტერვიუ დიმა ობოლაძესთან და პირდაპირ თქვა რო წასვლა გვინდაო
მეტი როგორ უნდა ეთქვა ლამის ტირილი დაიწყეს.
ხვიჩა დატოვა კონტეს თხოვნით.
დარჩა ხვიჩა მაგრამ რა სურათიც მივიღეთ აბსოლიტურად არ შეესაბამება მაგ რეალობას.
ანუ ხვიჩას ნერეშზე დაბალი სტატუსი მისცეს 70 წუთზე ხვიჩას ცვლიდა ნერეშს ტოვებდა
ცალკე სკამზე სვავდა და ა.შ

ანუ ალბათ იფიქრა რისთვის დავრჩი ამის დედავაიტეროა და ეგრევე მოითხოვა გამყიდეთო.
გინდა სკუდეტო მოიგეთ და გინდა არა ფეხებზე მკიდიაო.

დაგროვდა რამდენი საკითხი და აფეთქდა ხვიჩა.
აღარ უნდოდა ნაპოლის ხსენებაც კი.

ხო კიდე ოსიმენი რატო არ გინდათ
საუკეთესო დუი იყვნენ.
ოსიმენი რო პსჟ ში გაიჩითოს ძაან მაგარი იქნება.
ზუსტად ოსიმენის დროს თამაშობდა ხვიჩა თავის პრაიმს.
თვითონ ნიგერიელც როცა თამაშობს იმენა სულ ტონუსშია სულ ხოდზეა და იმპულსურ ხვიჩასაც გადაედება ხოლმე ეს "დუხი".
Don Tengiz
13:18 15-01-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული