კვარაცხელიას დებიუტის დიდი მოლოდინი - "ის აქ არის" - ლიგა 1-ისა და ხვიჩას გამოხმაურება და მატჩის გამოქვეყნებული განაცხადი[PHOTOS]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ბოლო დროის უქმეებზე მოწყენილობა იყო. "კვარა" 29 დეკემბრის შემდეგ ბრუნდება, "პარკ-დე-პრენსზე" კი სულაც დებიუტი უნდა ჰქონდეს. დღეს საღამოს, 25 იანვარს, ჩვენი დროით კვირა რომ იქნება (00:05 სთ), საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში პსჟ "რეიმსს" უმასპინძლებს.

ოფიციალური განაცხადი

Sportall.Ge

პარიზელები პირველი წრის შემდეგ ლიგა 1-ს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ(უახლოესი მდევარი მარსელი ნიცას სტუმრობს). ლუის ენრიკეს ბიჭების მეტოქე ერთ-ერთი აუტსაიდერია - "რეიმსი."

კვარაცხელია ახალ გარემოშია, თუმცა "რეიმსი" ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, აქ ხომ 2015 წელს ჯაბა კანკავა თამაშობდა. ხვიჩასთვის უცხო არც უშუალო მეურვე
იქნება - 27 წლის პორტუგალიელ ბუტას ქართველმა "სისხლი გაუშრო", როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ნაპოლი" "აინტრახტს" დაუპირისპირდა. ბუტა მაშინ გააძევეს კიდეც.

ხვიჩას მოლოდინი - "ინსტაგრამსთორი"

Sportall.Ge

პარიზელები იოლ მოწინააღმდეგეს საერთოდ არ ხვდებიან, მათი ბოლო 5 შეხვედრიდან 4 ფრედ დასრულდა. 2019 წელს "რეიმსმა" პარიზელებს ორჯერ მოუგო.

"ის აქ არის" - ლიგა 1-ის გამოხმაურება

Sportall.Ge

საინტერესოა, რომ პსჟ-ის მეტოქის რიგებში ორი იაპონელი ნახევარმცველი თამაშობს, ნაკამურა და უნია. ჩვენთვის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ისაა, ხვიჩას პირველივე წუთებიდან თუ ვიხილავთ და ზოგადად, მოუთმენლად ველით, კვარაცხელია და ბარკოლა ერთად თამაშს. ორივე ეს ფეხბურთელი ძირითადად ხომ მარცხნივ მიიწვეს. ლუის ენრიკე შემტევებს პოზიციებს ხშირად უცვლის, გამოკვეთილი თავდამსხმელი რამოშით კი შეტევას მოგვიანებით აძლიერებს. ვარაუდობენ, რომ ქართველი მინდორზე მეორე ტაიმში შევა; რადგანაც ბოლომდე მომჯობინებულები არ იყვნენ, მარკინიოსი და ჰაკიმი დაისვენებენ; სასტარტოში მაიულუს, ასენსიოსა და რამოშს ელიან.

შეხვედრის მთავარი მსაჯი 46 წლის ჰაკიმ ბენ ელ ჰადჯ სალემი იქნება. პარიელებს ის მე-6 ტურში, "რენთან" (3:1) მოგებულ შეხვედრაში მოემსახურა. იმ დაპირისპირებაში გოლი ორივე გუნდს გააუქმეს(ერთ-ერთი მარკინიოსის იყო), არბიტრმა კი 6 გაფრთხილება გამოიყენა. ისე, ჰაკიმი ყვითელი ბარათების ხშირად გამომყენებელი არაა.

"კვარა" ზურიკო დავითაშვილის დაწყებულ ტურს (ოსერი - სტ.ეტიენი 1:1. სტუმართა გოლი ქართველის ჯარიმას მოჰყვა) გააგრძელებს, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კი კვირას, 20:15 საათზე, "ნანტს" ესტუმრება.

როცა ხვიჩა "იუვეს" ამწუხრებდა...

Sportall.Ge

დღეს (21:00 სთ) "ნაპოლი" - "იუვენტუსია" გამოსაყოფი - უკვე "კვარას" გარეშე, რომელსაც პრინციპულ მეტოქესთან თავის გამოჩენა არ უჭირდა.

ქართველი ლეგიონერების მატჩებიდან ერთი განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ. ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ვალენსია" "ბარსელონას" ესტუმრება - კვირას, ჩვენი დროით 23:59 საათზე. კატალონიელები "რეალს" საკმაოდ ჩამორჩნენ, "ღამურებს" კი სახიფათო ზონიდან თავის დაღწევა სურს. რაც შეეხება ესპანეთის რანგით დაბალ ლიგას, გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე) "დეპორტივოსთან" ტრავმის გამო არ იქნება.

altაი, რატომ აირჩია ხვიჩამ პსჟ - რა შემთხვევაში ვნახავთ კვარაცხელიას გუნდს პლეი-ოფში...

მკითხველის კომენტარები / 6 /
კვარა, კვარა, უქმად ყოფნა, უკვე კმარა! აბა შენ იცი როგორ გვასახელებ!
გიგა
19:26 24-01-2025
3
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
19:09 24-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული