ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი "იბერია 1999"-დან პორტუგალიის "ფამალიკაოში" გადავიდა.

პრიმეირა ლიგის კლუბმა ოთარ მამაგეიშვილს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

ოთარმა განაცხადა, რომ კლუბის პროექტმა მის არჩევანში გადამწყვეტი როლი ითამაშა და კარიერული წინსვლისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა.

"ფამალიკაო" 19 ტურის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატში 21 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 1-ელ თებერვალს სტუმრად "ბოავიშტას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა დღეშია ქართული ფეხბურთი, საქ ჩემპიონი გუნდიდან რო პორტუგალიის გასავარდნ გუნდში მიგიწევს გული, რა გვეშველება
საინტერესოა
10:34 31-01-2025
4
ამათი პრეზიდენტი იქადნებოდა რამოდენიმე დღის წინ ევრო თასის ჯგუფში უნდა შევიდეთო, მის მერე ნახევარი გუნდი გაუშვა. ნუ პრინციპში რა აზრი აქვს ამათ წარმატებას ან წარუმატებლობას? გულშემატკივარი ამათ არ ყავთ. 50 კაცი დადის ამათ თამაშებზე, ისიც ფეხბურთელების ახლობლები.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული