ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი "იბერია 1999"-დან პორტუგალიის "ფამალიკაოში" გადავიდა.

პრიმეირა ლიგის კლუბმა ოთარ მამაგეიშვილს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

ოთარმა განაცხადა, რომ კლუბის პროექტმა მის არჩევანში გადამწყვეტი როლი ითამაშა და კარიერული წინსვლისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა.

"ფამალიკაო" 19 ტურის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატში 21 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 1-ელ თებერვალს სტუმრად "ბოავიშტას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათი პრეზიდენტი იქადნებოდა რამოდენიმე დღის წინ ევრო თასის ჯგუფში უნდა შევიდეთო, მის მერე ნახევარი გუნდი გაუშვა. ნუ პრინციპში რა აზრი აქვს ამათ წარმატებას ან წარუმატებლობას? გულშემატკივარი ამათ არ ყავთ. 50 კაცი დადის ამათ თამაშებზე, ისიც ფეხბურთელების ახლობლები.
4
გუნდის შედეგებს გადავხედე.პირველ 10 ტურში,4 გამარჯვება ჰქონდა,ბოლო 9 ტურში კი,გამარჯვების გემო არ იცის.მთელი ნოემბერი,დეკემბერი და იანვარი,გამარჯვების გარეშე!მგონი ეს უკვე სერიოზული კრიზისია და მიუხედავად იმისა,რომ გასავარდნ ზონას,ჯერ კიდევ 4 ქულით არიან დაშორებულნი,მაინც მეშინია,გადარჩენისათვის ბრძოლას,მამაგეიშვილის სათამაშო დრო არ შეეწიროს.როცა ქულები ძალიან გჭირდება,ძნელია გამოუცდელი,უცხოელი ფეხბურთელი თამამად ჩართო შემადგენლობაში და სრული ნდობა გამოუცხადო.იმედი დავიტოვოთ რომ ძალიან მებრძოლი ბუნების ოთო,შეძლებს მათი ნდობის მოპოვებას და გუნდის დახმარებას.სხვა თუ არაფერი,მისი თავი,ზაფხულში, სანაკრებოდ, ჯანმრთელი და ფორმის პიკში გვჭირდება.მე ზუსტად ვიცი,რომ მას შეუძლია კლუბის დახმარება და იმედი მაქვს,ამას გუნდის ხელმძღანელობაც დაიჯერებს.რა თქმა უნდა ოთარ მამაგეიშვილს წარმატებებს და დიდებულ ევროპულ კარიერას ვუსურვებ.
სოსო
19:38 30-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული