- ახლა კვარაცხელიას მომავალ შემცვლელზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ უკვე არის პროგრესირებადი ნერესი. მას და „კვარას“ შორის რა ძირითადი განსხვავებებია?
- მე ჯერ ხვიჩას წასვლის შესახებ ვიტყოდი, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ან გუნდში მისი ალტერნატივის მოძებნაა საჭირო. თუ პოლიტანო ან ნერესი მწყობრში არ იქნებიან, მოკლე სათადარიგო სკამიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული რთული ვითარება შეიქმნას. ნერესი უდავოდ უნარიანია: ძალიან სწრაფია, მცველის მოტყუება ეხერხება და
- მოკლედ, თქვენ იმ აზრის ხართ, რომ „ნაპოლის“ შემადგენლობის სიღრმე აკლია?
- რაც აქამდე ვნახე, კონტე მხოლოდ ორ გარემარბს იყენებს. კვარაცხელიას დანაკლისი მძიმეა, რამეთუ ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთელზე, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნის და სიტუაციას ცვლის. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელმა ვარიანტები უნდა შეაფასოს. იანვარში კარგი მოთამაშის დამატება ყოველთვის რთულია და თან ასეთი დონის ფეხბურთელის შეძენა საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. თუ „ნაპოლის“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლა სურს, ფინანსური მსხვერპლი უნდა გაიღოს და მაღალი კლასის შემტევი შეიძინოს. გადაწყვეტილების მიღება მწვრთნელს, სპორტულ დირექტორს და პრეზიდენტს მართებთ.
ხვიჩას კონკურენტები კარგ ფორმაში არიან, პსჟ-ს ლიგის შემდეგ უჭირს - მომავალ მეტოქესთან!..
გავიხსენოთ ნამოხვანის პროექტი, თურქეთთან დადებული კაბალური და საქართველოსთვის აბსოლუტურად წამგებიანი ხელშეკრულება, რაც სხვა არაფერი იყო თუ არა ხელისუფლების მიერ ქვეყნის გაყიდვა და ღალატი, კორუფციული სქემით ერთი მუჭა ნაძირლების გამდიდრება.
საქართველოში პარაზიტული დამოკიდებულება და სხვის ხელს შემყურეობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც პოსტსაბჭოთა საქართველოს ეკონომიკაზე პრიმიტიული და დილეტანტური წარმოდგენები, როგორიცაა მაგ: ბორჯომი და მანდარინი გვარჩენს, არ გამართლდა. ზოგი ამბობდა რომ გერმანია ქართველმა შევარდნაძემ გააერთიანა და რა უჭირს გერმანიას 5 მილიონი ქართველი რომ შეგვინახოსო. :)
90-იანი წლებიდან გვესმის საქართველოში ბოდვები ე.წ. უცხოურ ინვესტიციებზე, ესა და ეს შემოვიდაო, ამდენი და ამდენი დააბანდაო და მერე რა? შეიცვალა რაიმე საქართველოს მოსახლეობისთვის? არც არაფერი. ქართველები გარბიან ქვეყნიდან და მათ ადგილს სხვა ერები იკავებენ. უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია და არცერთი სახელმწიფო კაპიკს არ დახარჯავს აქ ისე რომ ინტერესები არ გააჩნდეს!
ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართო, დერეფანი ვიქნებითო, ჰაბიო, წამოვწვებით და უცხოელები შეგვინახავენო. ასე არ ხდება! სახელმწიფო ასე არ ვითარდება! ქვეყანა რომ განვითარდეს მას უნდა ჰყავდეს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა. სახელმწიფოს განვითარებისთვის საჭიროა განათლება, მეცნიერება, ადგილობრივი წარმოებისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარება, ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანი მოახდენს საკუთარი უნარების რეალიზებას და ა.შ. პირველ რიგში ქვეყანას უნდა ჰყავდეს ოფიციალური ხელისუფლება და არა ჩირგვებში დამალული ყუფარია მამაძაღლი, რომელიც კაცმა არ იცის ვის და რაზე ევაჭრება ქართული სახელმწიფოს სახელით! გასაგებად გვითხრა უკვე რუსთაველმა რომ ვაჭარი ვერ იქნება ქვეყნისთვის მეომარი! ბიზნესმენებს კანონით უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა!
ბოლო 30 წელია საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებობს ხიდჩატეხილობა, ხელისუფლებები თავისთვის თავიანთ საქმეებს აკეთებენ და ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. არაბები რომ შემოგყავთ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების არ იყოს, ჯერ ხომ უნდა უთხრათ ხალხს კონკრეტულად რა სახის ინვესტიციებია, რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, რა რისკები არსებობს და ა.შ. ამ ყველაფერზე ხომ უნდა მიდიოდეს მსჯელობა და კამათი ტელეეთერებში? მაგრამ ეს ყველაფერი რა საჭიროა, როდესაც ქვეყანას ერთი პირი მართავს, რომელიც ოფიციალურად არანაირ თანამდებობას არ იკავებს და შესაბამისად არც პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეყნისა და ხალხის მიმართ?