"უარყოფას არ ვაპირებ, ჩემპიონი ვერ შევცვალეთ" - ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "რომასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, კლუბმა "კვარას" შემცვლელის პოვნა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

"მოგვარდა თუ არა კვარაცხელიას შემცვლელის პრობლემა? ასეთი რაღაცები ბევრ კლუბში ხდება, თუმცა ვამბობდი, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დასუსტება არ მინდოდა მომხდარიყო.

ხვიჩას სახით უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დავკარგეთ. უარყოფას არ ვაპირებ, ჩემპიონი სათანადოდ ვერ შევცვალეთ. სხვებიც წავიდნენ და ისინი შევცვალეთ, მაგრამ ხვიჩა ჯერჯერობით - ვერ.

დაგვაკლდა ჩემპიონი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი ჩვენთან გაატარა", - განაცხა
და ანტონიო კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altმოულოდნელი ამბავი - "ნაპოლიმ" შეთანხმებას მიაღწია და კვარაცხელიას შემცვლელს საუდის არაბეთის კლუბიდან იჯარით იმატებს

alt"კვარაცხელიას წასვლა "ნაპოლისთვის" დიდი დანაკლისი და პრობლემაა" - იტალიელი მწვრთნელი

altადეიემის უარი "ნაპოლის" - "პარტენოპეი" კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას ერედივიზიონიდან ეცდება

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა ვიცი რა? აკი, შეუცვლელი არავინააო ჰა?
ვაჟა მასწავლებელი
14:50 02-02-2025
4
რადგან ნაპოლის თამაშებს აღარ ვუყურებ ბოლო კვირებია უკეთესად გამოვიყურები,თვალებზე ნაოჭები მიჩნდებოდა მაგ სვარკის ნაყურები.
Levani
13:54 02-02-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული