გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "იუვენტუსმა" "ემპოლის" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
სერია A-ს ოცდამესამე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 1:4 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე ტრავმირებული არდიან ისმაილის ნაცვლად 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მას ბრძოლა რანდალ კოლო მუანიმ მოუგო და ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ფრანგმა დუბლი შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. 84-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "ემპოლის" ნახევარმცველმა იუსეფ მალემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რის შემდეგაც „იუვენტუსმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

„ემპოლი“ 21 ქულით მე-17 ადგილზეა და 8 თებერვალს „მილანს“ უმასპინძლებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი -
ემპოლი 4:1

გოლები: 0:1 დე შილიო (4), 1:1 კოლო მუანი (61), 2:1 კოლო მუანი (64), 3:1 ვლაჰოვიჩი (90), 4:1 კონსეისაო (90+2)
გაძევება: მალე (84, ემპოლი)

altგოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლიმ" და "ბოლონიამ" ქულები გაიყვეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
შემოვიდა თუარა საბა, მაშინვე ორი გოლი გაიტანა იუვემ! აკი თქვა დ’ავერსამ, ვინც ამჟამად ფორმაშია, სწორედ ის იქნება ძირითადშიო?! იუვე კიარა, ემპოლიში თუ გააჩერეს კარგია!
ლაშა
19:09 02-02-2025
7
თავიდან რამდენიმე თამაში ნამდვილად კარგად ჩაატარა, მერე ჩვენი ჩემპიონატის დონეს დაუბრუნდა სამწუხაროდ>>>
ღადაობთ?
19:57 02-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული