დედაქალაქური კლუბი გოგლიჩიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს, რაც 1 მილიონი ევრო დაუჯდება, ზაფხულში კი 9 მილიონად გამოისყიდის.
გამოცემა იტყობინება, რომ „რომა“ „ბაიერში“ გადაბარგებული მარიო ერმოსოს შემცვლელს ეძებს, „ლას-პალმასთან“ მიკა მარმოლას შეძენაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, გოგლიჩიძეს გადაიბირებს და კონტრაქტს 2029 წლის 30 ივნისამდე გაუფორმებს.
Romaforever-ი წერს, რომ ქართველის თამაში ძალიან მოსწონს „ჯალოროსის“ მწვრთნელს კლაუდიო რანიერის, რადგან დიდი პოტენციალის მქონეა, შეტევისას სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, პარტნიორებს ვერტიკალურ გადაცემებს უკეთებს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერი
იქნება, რამეთუ რომაული კლუბი დაცვის გასაძლიერებლად ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელების დამატებაზეა ორიენტირებული.
ilromanista-ს ცნობით, "ნაპოლისთან" ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე რანიერიმ საბას მის გუნდში გადასვლის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხით ყველა გააოცა: "არასწორი ინფორმაციაა, ჩვენთან არ მოდის". მოკლედ, დღეს ყველაფერი გაირკვევა.
გოგლიჩიძე მალე შეიძლება "რომას" ფეხბურთელი გახდეს
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "იუვენტუსმა" "ემპოლის" თამაში შემოუტრიალა