"როდის იქნება კვარაცხელია მზად?" - ლუის ენრიკემ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
8 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ "მონაკოს" უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პარიზული გუნდის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზე უაპასუხა.

- კვარაცხელიას "პარი სენ ჟერმენში" გადმოსვლამდე ერთი თვე არ უთამაშია და ისეთივე სპორტულ ფორმაში არ არის, როგორც მისი პარტნიორები. თქვენი აზრით, როდის იქნება მზად?
- ცხადია, როდესაც ფეხბურთელი ახალ გუნდში მოდის, ბევრ ასპექტში ადაპტაცია სჭირდება. ეს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი იქნება. ჩვენ ის ხანგრძლივვადიანი პროექტისთვის დავიმატეთ. კარგი დინამიკა გვაქვს და არ ვჩქარობთ. ჩვენ არ ვნერვიულობთ.

შეხვედრა "პარკ დე
პრენსზე" თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
უკვე კომენტარის(განსაკუთრებით კრიტიკულის) დაწერა საშიშია, ან არაქართველობას დაგწამებენ, ან ბოღმიანობას, უკეთეს შემთხვევაში ფეხბურთის უცოდინრობას. მე, რომელიც ასე გაფაციცებული ელოდება ნაკრების მოთამაშეთა შეხვედრებს თავიანთ კლუბებში და გასახარი მიხარია და საწყენი მწყინს(მაგ. მამარდას გაშვებული7 გოლი), და რომელიმე გავაკრიტიკე, რა, ამის უფლება არ მაქვს? არ მაქვს უფლება ჩრმი აზრი მქონდეს და ღიად გამოვხატო? კრიტიკა არ ნიშნავს სიძულვილს, ღმერთმა დამიფაროს. ხვიჩას სიყვარულს და პატივისცემას მე ნუ მასწავლით, მაგრამ როცა ის თავის თავს არ გავს და თავისი შესაძლებლობების 20 %-ს აჩვენებს, არ ვთქვა? არ მეწყინოს? ვიღაც აკომენტარებს, უკეთესად შენ ითამაშეო...ვაააიი.
mamuka09ze
10:08 07-02-2025
0
ბიჭებო, იტალიური პრესა, ქოჩორაშვილით ნაპოლი ინტერესდება, ამ ზაფხულს უნდა იყიდონ, კონკურენტები სპორტინგი და სევილია არისოო
გიო გიო
04:02 07-02-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული