რატომ ვერ იყიდა "ნაპოლიმ" კვარაცხელიას შემცვლელი - "პარტენოპეის" სპორტულმა დირექტორმა ყველა გაჟღერებულ ვარიანტზე დეტალურად მოჰყვა

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ში გადაბარგებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს "ნაპოლი" აქტიურად ეძებდა და პრესაში რამდენიმე გვარმაც გაიჟღერა.

ყველაზე აქტიურად ჯერ ალეხანდრო გარნაჩოს, შემდეგ კარიმ ადეიემის ბოლოს კი ალან სანტ-მაქსიმინის სახელზე იწერებოდა, თუმცა საქმე საქმე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე მივიდა და საბოლოოდ, "პარტენოპეიმ" იჯარით "მილანიდან" ნოა ოკაფორი დაიმატა.

ახლა კი "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ახსნა, თუ რატომ ვერ დაიმატა ზემოთ ჩამოთვლილი სამი ფეხბურთელიდან ვერცერთი მისმა კლუბმა.

"მანჩესტერს" სერიოზული შეთავაზება გავუკეთეთ და გარნაჩოს გადმობირება ძალიან გვსურდა, მაგრამ ალეხანდროსთან პირობებზე ვერ შევთანხმდით. მან
ძალიან მაღალი ანაზღაურება მოითხოვა და ამას ვერ დავაკმაყოფილებდით (გარნაჩო "იუნაიტედში" კვირაში 50 000 ფუნტს გამოიმუშავებს).

ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ "დორტმუნდთანაც" კარიმ ადეიმის ტრანსფერზე პრინციპული შეთანხმება მიღწეული გვქონდა. შემდეგ ფეხბურთელსაც შევხვდი, მაგრამ მან მთხრა, რომ ჩვენს გუნდში გადმოსვლა არ უნდოდა. გარიგება ჩაიშალა, დღეს კი წავიკითხე, რომ ის ახალ გუნდს ივლისში შეუერთდება და ტრანსფერი უკვე შემდგარია.

რაც შეეხება სენტ-მაქსიმინს, კონტრაქტზე იყო პირობები, რადგან "ალ აჰლისა" და "ფენერბაჰჩეს" მოთხოვნილი ვერ დავაკმაყოფილეთ", - ციტირებს მანას ფაბრიციო რომანო.

altმანა: თითქმის დაგვაშანტაჟეს - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაში სჭირდება როო!! ვერ მიდის რიხინ-რიხინით სკუდეტოსაკენ თუ რაა!! კვარამ იკითხოს იყოს ახლა დემბელეს დუბლიორი და ინტერის,მილანის,იუვეს,რომას და ლაციოს ნაცვლად ეთამაშოს ბრესტს,რენს,სენტ-ენტიენს ლე-მანს და ა.შ...
tENGO
17:44 07-02-2025
1
კაცო, ნერეში ხო კვარაზე უკეთესი გყავთ რაღას დაეძებთ მის შემცვლელს?!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული