ამჯერად მამარდაშვილის გარეშე - "ვალენსია" "ბარსელონასთან" ისევ განადგურდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 0:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„ღამურების“ კარს თასის მატჩებში როგორც წესი სტოლე დიმიტრიევსკი იცავს და დღეს „ბარსასთანაც“ მან ითამაშა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.

შეგახსენებთ, 27 იანვარს, ლა ლიგის ოცდამეერთე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:7 განადგურდა.

მომდევნო მატჩს „ვალენსია“ 9 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონატის ოცდამესამე ტურში „ლეგანესს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 ფერან ტორესი (3), 0:2 ფერან ტორესი (17), 0:3 ფერმინ ლოპესი (23), 0:4 ფერან ტორესი (30), 0:5 იამალი (59)

alt

"ბარსადან" "ბარსამდე" - მამარდაშვილის "ვალენსიამ" "სელტას" მოუგო
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კარგი მეკარეა მაგრამ პატრონი არ ყავს ნორმალური და არც თვითონ გამოირჩევა როგორც ჩანს ჭკუით ბოლო ბოლო ფეხბურთელია. გადადი შე გახარებულო ბორნმუტში რო გეუბნებოდნენ იჯარით უფრო მახალი დონის ჩემპიონატში და უფრო მახალი დონის გუნდში . არა დარჩა სოფლის გუნდში და სოფლის ჩემპიონატში და შედეგიც სახეზეა. ასეთი უაზრო გადაწყვეტილებები კარიერაში ძალიან ძვირად დაუჯდება მერე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02:25 07-02-2025
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული