01:57 08-02-2025
ესეც ხვიჩას ნანატრი გოლი - პსჟ-მა "მონაკოს" მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
მიუხედავად ზოგიერთი ფრანგული გამოცემის მტკიცებისა, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. დებიუტში სტუმართა ნახევარმცველმა მინამინომ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ვიტინიამ საჯარიმოდან მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, მალე ზაკარიამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში „მონეგასკებმა“ კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბიერეტს მეკარე დონარუმამ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩამ დუე მეკარე მაეცკისთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ბურთი მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „კვარამ“ მეტოქის საჯარიმოში ბარკოლას შესანიშნავი პასი მიიღო, მცველების გარემოცვაში კარგად გაერკვა, პაუზა დაიჭირა, მავისა ჩამოიცილა და პსჟ-ში გატანილი თავისი პირველი გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მერე მაიეცკის კარი დემბელემ დალაშქრა. ხვიჩა 67-ე წუთზე რამუშით შეცვალეს. ბოლოს დემბელემ დუბლი შეასრულა და პარიზელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
კვარაცხელიამ 29 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა - მის ანგარიშზე „პარი სენ ჟერმენში“ 4 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
პსჟ 53 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 11 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება. ქართველი უკვე შეიყვანეს ტურნირის განაცხადში და მას თამაში შეუძლია.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მონაკო 4:1
გოლები: 1:0 ვიტინია (6), 1:1 ზაკარია (17), 2:1 კვარაცხელია (54), 3:1 დემბელე (57), 4:1 დემბელე (90)
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კვარა,კვარა,კვარა,კვარა,კვარა!!!
53
1
სხვები თამშობენ გეომეტრიულად, კვარა თამაშობს ფილოსოფიურად.
31
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
140.00 k
225.00 k
125.00 k
170.00 k
სიახლეები
პოპულარული