ესეც ხვიჩას ნანატრი გოლი - პსჟ-მა "მონაკოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ 4:1 სძლია.

მიუხედავად ზოგიერთი ფრანგული გამოცემის მტკიცებისა, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. დებიუტში სტუმართა ნახევარმცველმა მინამინომ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ვიტინიამ საჯარიმოდან მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, მალე ზაკარიამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში „მონეგასკებმა“ კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბიერეტს მეკარე დონარუმამ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩამ დუე მეკარე მაეცკისთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ბურთი მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „კვარამ“ მეტოქის საჯარიმოში ბარკოლას შესანიშნავი
პასი მიიღო, მცველების გარემოცვაში კარგად გაერკვა, პაუზა დაიჭირა, მავისა ჩამოიცილა და პსჟ-ში გატანილი თავისი პირველი გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მერე მაიეცკის კარი დემბელემ დალაშქრა. ხვიჩა 67-ე წუთზე რამუშით შეცვალეს. ბოლოს დემბელემ დუბლი შეასრულა და პარიზელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

კვარაცხელიამ 29 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა - მის ანგარიშზე „პარი სენ ჟერმენში“ 4 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

პსჟ 53 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 11 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება. ქართველი უკვე შეიყვანეს ტურნირის განაცხადში და მას თამაში შეუძლია.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მონაკო 4:1

გოლები: 1:0 ვიტინია (6), 1:1 ზაკარია (17), 2:1 კვარაცხელია (54), 3:1 დემბელე (57), 4:1 დემბელე (90)

altკვარაცხელია თუ არ ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგისთვის დასვენების მიზნით - გუნდი, რომელმაც პსჟ ყველაზე მეტჯერ დაამარცხა...

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარა,კვარა,კვარა,კვარა,კვარა!!!
მირო
02:32 08-02-2025
2
დაწვაა, დაწვაა ჰეითერთა ჯგუფი! კვარაა, შენ ხარ აბსოლუტური მაგალითი,როგორი უნდა იყოს კაეგი ადამიანი, კარგი ქვეყნის შვილი და ტოპ სპორტსმენი! ეთეშ თინა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
09:01 08-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული