ლუის ენრიკე: "კვარას" ყველგან შეუძლია თამაში და ბევრს გაიტანს - მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

AutoSharing Option
„მონაკოს“ 4:1 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი გუნდის თამაშით გამოწვეული კმაყოფილება ვერ დამალა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

ეს თქვენი გუნდის საუკეთესო თამაში იყო?
არა. მე ასე არ ვფიქრობ. ბოლო ათი თუ თხუთმეტი წუთი არ მომეწონა. მეტოქეს ბურთი ვერ ავართვით. „მონაკო“ კარგი გუნდია. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

კვარაცხელია სამ პოზიციაზე თამაშობდა. იდეა რაში მდგომარეობდა?
ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. გულშემატკივრებიც იცნობენ. ჯერ კიდევ დაკვირვების სტადიაზე ვიმყოფებით, ამიტომ მოედანზე მოქმედების თავისუფლებას ვანიჭებთ. როგორც ბარკოლას. მატჩიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, ვცდილობთ
ისინი მაქსიმალურად სასარგებლო პოზიციებზე გამოვიყენოთ. იგივე ეხება სხვა შემტევებსაც, დემბელეს, ლის, დუეს და ა.შ. უნივერსალურობას ვეძებთ. კვარაცხელიას შეუძლია სადაც გნებავთ იქ ითამაშოს. გოლი გაიტანა, როგორც ნამდვილმა 9 ნომერმა, ვიწრო სივრცეში, მარცხენა ფეხით. მომავალში ძალიან დაგვეხმარება.

ეს ჩვენთან ხვიჩას პირველი გოლია და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრს გაიტანს. ყველაზე მეტად ფეხბურთელების მებრძოლი ხასიათი მომეწონა. მთავარი მხოლოდ ბურთის ფლობა არაა, უმნიშვნელოვანესი დაცვის დახმარება და მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრძოლაა.

ჰაკიმიმ რატომ არ იასპარეზა?
გაციებულია და გუშინ არ უვარჯიშია. ის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამიტომ მინიმალურადაც არ გავრისკეთ. მით უმეტეს სატურნირო მდგომარეობა ამის უფლებას გვაძლევს.

„მონაკოს“ მწვრთნელმა ჰიუტერმა თქვა, რომ მოცემულ მომენტში ეს პსჟ-ის საუკეთესო ვერსიაა. ეთანხმებით?
ის ჩემზე ობიექტურად აფასებს სიტუაციას. მის მიერ ჩემი გუნდის შექება მესიამოვნა.

რა საფრთხე შეიძლება ემუქრებდეს გუნდს?
ჩემპიონთა ლიგაზე თავს ყველაფერი გადაგვხდენია. ამ რთულ მომენტებში ჩვენი მხოლოდ გულშემატკივრებს სჯეროდათ და გვამხნევებდნენ, რაც პროგრესში დაგვეხმარა. ჩვენის მხრივ ვცდილობთ მუდამ გავიმარჯვოთ.

როგორია თქვენი პირველი რეაქცია კონტრაქტის გაგრძელებაზე?
მხოლოდ დადებითი. კლუბი პირველივე დღიდან გვერდში დამიდგა. თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ. ეს მუშაობის სურვილს მიათმაგებს, რათა მეტს მივაღწიოთ და ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებით ისტორიაში შევიდეთ. ამისკენ მივისწრაფვით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე აქ დარჩებით?
ვინ იცის, რა მოხდება. რა საჭიროა წინასწარ ვარაუდი?

altკვარაცხელია: მინდოდა, გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?

altესეც ხვიჩას ნანატრი გოლი - პსჟ-მა "მონაკოს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით
დღეს პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია :)
რა აქვს ფსონი ხო არ იცით ჩემპიონობაზე? :)
4
მომწონს ფეხბურთისადმი მისი მიდგომა, გარდა ქულებისა ფიქრობს მაყურებელზე, არაა კონტესავით ქულებს გამოკიდებული. რაც მთავარია ფეხბურთელებს აძლევს მოედანზე ფიქრისა და თამაშის უფლებას. ფეხბურთელი მოედანზეა და მან უნდა იფიქროს, როგორ გაცვალოს ადგილი პარტნიორთან და საიდან შეუტიოს ან დაიცვას თავი. საერთოდ კი მადლობა უნდა ვუთხრათ ნაპოლის ხვიჩას უნივერსალურ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის. რუბინში ის მხოლოდ თავდასხმით იყო დაკავებული.
ჟორა გაბრიჭიძე
11:16 08-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული