"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ნიდერლანდები 40:7 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური.

"ბორჯღალოსნებმა" თავიდანვე დომინანტურად დაიწყეს და მეტოქე პირველ ტაიმში 16:0 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

შეგახსენებთ, პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიას 110:0 მოუგო, შემდეგ მატჩს კი 16 თებერვალს მადრიდში ესპანეთთან ჩაატარებს.

ტურნირის ნახევარფინალები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალები კი 15-16 მარტს.

საქართველო - ნიდერლანდები 40:7

თბილისი. "ავჭალა"

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა:
16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

altრაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ

მკითხველის კომენტარები / 10 /
როგორც ყოველთვის ვერა ხარ რა.
და ვინ გაძალებს??
20:23 08-02-2025
0
მართლა ვერ გავიგე პურველ ხაზში რას ვმაიმუნობთ? პიროვნულად ყველას ჩემი პატივისცემა, მაგრამ პრიფესიონალურად რომ მივუდგეთ, ქვათაძეს და ჭუმბაძეს ნაკრებში რა უნდათ???? ჰოლანდუა შერკინებაში რომ გადაგივლის ( და ზუსტად ასე მოხდა, რის გამოც სამარცხვინო ლელო გავუშვით) რა კომენტარი უნდა გააკეთო?
ეს პეტრიაშვილი, რომელიც სტად ფრანსშჯ თამაშობს, ქვათაძეს თუ ვერ სჯობს, მაგრა გვწონია საქმე! 3 ნომერზე საერთოდ გაუგებარია, რა ლოგიკაა? რა სიღრმეებუს შექმნას ემსახურება ჭუმბაძუს. თამაში? პატარა აღარ არის. მეგონა მარტო სერგო გაბუნიას მოსწონდა. თუ პატარა გინდა მოსინჯო, ვედრა მანეთათაა საფრანგეთში. ბოლოსდაბოლოდ მჭედლიძე ტულონიდან. ესპურუა, ისევე როგორც მამაიაშვილი + ტოპ 14 თამაშობს.
თამაშს რაც შეეხება, არაფერი ახალი. უამრავი შეცდომა ხელიით თამაშით. ამაზრზენი მსაჯობა. მოლი შედარებით რაღაცას დაემსგავსა. დანარჩენი-სტაბილური დომინაცია 2 თავით დაბლა მდგომ სუსტ , არაფრისმომცემ გუნდთან
თედოს ტრავმას მატკავასიც თუ დარმატა, რა ვქნათ? გადაგებია, ნინიაშვილი დადგება. ეგ 3 ზეც დადგება, რომდააყენა, მაგრამმაინც. ესპანეთი ასეთი კარგი არასდროს არ ყოფილა ( ქაღალდზე მაინც).
ზურა
20:12 08-02-2025
0

სიახლეები პოპულარული