გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ეტაპზე როცა გადადის, წარმატებისთვის სხვადასხვა ფაქტორია მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი გადამწყვეტი საკუთარი თავის რწმენაა; წინა პლანზე გარკველი პრაგმატიზმიც გამოდის. ახლა ქართველ გულშემატკივრებს მხოლოდ პსჟ აინტერესებთ - გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?!

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის პირველი მთავარი გამოცდა მერვედფინალში იქნება(ბარსელონასთან ან ლივერპულთან), მანამდე კი ლუის ენრიკეს როტაციისა და პლეი-ოფისთვის საჭირო უნარების გამომუშავებისთვის აქვს დრო. მწვრთნელს პირადი გამოცდილება ნამდვილად გააჩნია.

"ბრესტთან" 1/16 ფინალში თითქოს ისეთი პარიზული გუნდი ვნახეთ, ძალებს რომ ანაწილებენ და პიკის მიღწევა
ფინალურ სტადიაზე სურთ. ენრიკეს ბიჭები მოწინააღმდეგეს კლასით ჯობდნენ და ამის დემონსტრირებასაც აკეთებდნენ. ამასობაში, არსებული კონკურენციის პირობებში, ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელს საკუთარი როლი დაანახოს.

დარჩენილ დროში ბევრ საკადრო ცვლილებას თუ ვნახავთ, ეს ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხება. არადა, კარგად ვიცით, "კვარა" განსაკუთრებული მაშინაა, როცა თამაშის მიმართულებები მასზე ეწყობა, დიდ ნდობას გრძნობს. ისიც გვახსოვს, ნაადრევი ცვლილების გამო რომ გაბრაზება გამოუხატავს. ამ მიზეზითაც თუ არა, ჩვენებურს მინდორზე ცეცხლი აღარ დაუნთია. რა თქმა უნდა, როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილია, თანაგუნდელები კი მსაჯის საფინალო სასტვენის მოლოდინში არიან, საკუთარ თავზე ბევრის აღება რთულია. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ხვიჩა ბურთის დაკარგვას მაქსიმალურად ერიდება, ის ჯერ კიდევ აკლიმატიზაციის ეტაპს გადის. აქ მნიშვნელოვანია, თუ მწვრთნელი რა დავალებებს გასცემს. ხსნებული რთული მერვედფინალის გარდა, პსჟ უმოტივაციო არაერთხელ იქნება და კვარაცხელიამ უნდა სცადოს, ამ ვითარებასა და მცირე დროშიც საინტერესო და დასამახსოვრებელი შექმნას.

Sportall.Ge

პარიზული კლუბი უკვე დაკომპლექტებულია და ლუის ენრიკე ბევრს ვეღარაფერს შეცვლის, მაგრამ გუნდში შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის პრობლემა მაინც დგას. მაგალითად, ნუნუ მენდეში, შეტევაში ასე რომ მოგვწონს და "კვარასაც" კარგად უგებს, დაცვაში რამდენჯერმე ინდივიდუალურად დაიჩაგრა. ვიტინია კი "გაფრინდა", თუმცა თუკი გუნდი არ უტევს, რაც ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ეტაპზე აუცილებლად იქნება, თავის დაცვა უჭირს.

ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს შორის დრო ისე უნდა გადაანწილოს, უკმაყოფილება მინიმალური იყოს, ეს მწვრთნელის გამოწვევაა.

დაველოდოთ პარიზელთა ლიგისკენ სვლას!..

altხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა გაიმარჯვა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩა, უთვალავ გამარჯვებას გისურვებ!
ვხედავ, რომ გუნდში დიდია კონკურენცია, ამიტომ გოლები ხშირად გაიტანე, ლაღად ითამაშე, საქართველო შენთანაა!
SOS!!!
20:19 13-02-2025
0
იმედია კალაძის სუპერ რეკორდს ვერ მოხსნის-ორი ავტოგოლი ერთ მატჩში.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული