სანიოლი შეგირდებს ესპანეთში დააკვირდა - ქოჩორაშვილის "ლევანტე" "ხიხონს" დაუზავდა

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის ოცდამეშვიდე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ხიხონთან“ ქულები გაიყო - 0:0.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: sofascore 7.7, flashscore 7.2.

მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც გუშინ „ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის „ვილიარეალთან“ თამაშს უყურა.

„ლევანტემ“ ბოლო 3 შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულა, 1 წააგო, ამ მომენტისთვის 44 ქულით მეხუთე ადგილზეა და 23 თებერვალს ლიდერ „მირანდესს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - ხიხონი 0:0

altქოჩორაშვილის გარეშე - "ლევანტემ" "მალაგასთან" ქულები გაიყო

მკითხველის კომენტარები / 4 /
საიდან აკეთებთ ასეთ იდუოტურ დასკვნებს ერთი გამაგებინა რა! რა გაუჭირდა ბლიად სანიოლს, რომ ფედერაციის ხარჯზე არ დაისვენოს? ან მანიცდამაინც ისვენებს? ფუი ამის დედაც ვატირე რა ხისთავიანობას ამჟღავნებთ ნეტავი იცოდეთ!
გურულო
10:13 10-03-2025
0
აქ ვცხოვრობ ვალენსიაში და ქალაქი სავსეა ფრანგი ტურისტებით( აქ უფრო იაფია და სითბოა 21-23 გრადუსი) სანიოლი უფრო დასასვენებლად არის ჩამოსული, თანაც ფედერაციის ხარჯზე.
ჟორა
14:29 17-02-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული