TBR Football: სლოტს ეჭვი ეპარება - მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლა გადაწყვეტილი არ არის

AutoSharing Option
ბრიტანული TBR Football-ი წერს, რომ "ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში 12 გოლი გაუშვა და "ლივერპულის" მწვრთნელს, არნე სლოტს ეჭვი ეპარება, სჭირდება თუ არა ქართველი მომავალ სეზონში:

"ლივერპული" ალისონის შენარჩუნებას არ გამორიცხავს, რაც შესაძლოა, იმას ნიშნავს, რომ "ენფილდზე" გიორგი მამარდაშვილის მისვლა გადაიდება. ზაფხულში ის დაახლოებით 30 მილიონ ფუნტად შეიძინეს, იყო საუბრები "ბორნმუთში" იჯარით გაშვების თაობაზე, მაგრამ სეზონის ბოლომდე "ვალენსიაში" დარჩა. მეკარე "ენფილდზე" გადასვლას აპირებს, თუმცა ალისონის მერსისაიდულ კლუბში დარჩენის შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. 32 წლის ბრაზილიელი "წითლებთან"
კონტრაქტით კიდევ ორი წლითაა დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის კლუბები მისი სამსახურით არიან დაინტერესებული, გადაჭრით ვერავინ იტყვის, წავა თუ დარჩება.

არნე სლოტი დარწმუნებული არ არის მამარდაშვილის მიწვევის საკითხში. წყაროებმა TBR Football-ის კორესპონდენტს, გრემ ბეილის აცნობეს, რომ გიორგი "ლივერპულს" ზაფხულში უნდა შეუერთდეს, მაგრამ კლუბს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში საუდის არაბეთის კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ბეკერის გაშვება არ ისურვეს. საუდის არაბეთის კლუბების ალისონისადმი ინტერესი შენარჩუნებულია და თუ მან დარჩენა მოინდომა, მაშინ მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

24 წლის ქართველი თეორიულად შეიძლება ალისონის შემდეგ მეორე ნომერი გახდეს, რომელსაც ბევრი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს, მისი დუბლიორი კევინ კელეჰერი კი სხვაგან გადაბარგებას გეგმავს. ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა მამარდაშვილი ასეთ პირობებზე "ლივერპულში" გადმოსვლაზე, თუ კიდევ ერთი სეზონით იჯარით სხვა გუნდში თამაშს აირჩევს. ის საუკეთესო ფორმაში არაა, რამაც არაა გამორიცხული, სლოტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს".

მკითხველის კომენტარები / 36 /
კიდევ ერთი საკითხია,რომ მამარდამ იჩქარა ლივერპულში ტრანსფერი,რომ არ ეჩქარა ახლა შეიძლება ბარსელონას კარში მდგარიყო - ეს ერთი!მომავალ ზაფხულს თუ არა,გაისად ზაფხულს უეჭველი,ინტერი და ბაიერნიც სანთლით მოძებნიან ტოპ მეკარეს,მანჩესტერ იუნაიტედს კარში ონანა უდგას,იუვენტუსს დი გრეგორიო,ჩელსის ხუთი ერთი დონის მეკარე ყავს და კიდევ მეკარეს ეძებს!უამრავი გრანდი გუნდი მოძებნის ტოპ-მეკარეს და მამარდას შანსი ექნებოდა სადმე პირდაპირ პირველ მეკარედ წასულიყო,თუ ვერ ივარგებდა თავის თავს დააბრალებდა!ახლა,ლივერპულში შეიძლება ისე წაუვიდეს საქმე რომ მარტო თავის თავს ვერ დააბრალებს!!!
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
22:01 27-02-2025
1
ახლა,რაც შეეხება ლივერპულის მიერ მამარდას ყიდვას,ლივერპულმა გასულ ზაფხულს ორი განათხოვრებული ფეხბურთელი გაყიდა ბრენტფორდში,ერთი ახალგაზრდა ბიჭი ზალცბურგში და კიდევ,სოლანკეს ტოტენჰემში ტრანსფერიდან მიიღო 20%,საერთოდ არაფრიდან შემოუვიდა 70 მილიონ ფუნტზე მეტი,კიეზა იყიდეს კაპიკებად და 30 მილიონი დააბანდეს მამარდაში,მომავლის პერსპექტივით,გამოვა მისგან ტოპ-მეკარე - ძალიან კარგი,არა და სკამზეც დასვამენ,განათხოვრებითაც გაანათხოვრებენ და შეიძლება საერთოდ შოტლანდიის მოზერველში გაყიდონ!
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
21:53 27-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული