MVP "კვარა" და შესანიშნავი მიქაუტაძე - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში, პსჟ-მა სტუმრად „ლიონი“ 3:2 დაამარცხა. მატჩის MVP „პარი სენ ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა. მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ რატომღაც არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ მე-80 წუთზე შეუშვა შეცვლაზე, მან თამაში აშკარად გაამწვავა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ანალიტიკურმა საიტებმა ქართველების თამაში შეაფასეს.

Whoscored: კვარაცხელია 8.9, მიქაუტაძე 7.4.

Sofascore: კვარაცხელია 8.6, მიქაუტაძე 7.8.

Flashscore: კვარაცხელია 9.0, მიქაუტაძე 7.4.

მკითხველის კომენტარები / 22 /
სულ ცოტა დაფიქრება და თავის თავთან გულწრფელობა სჭირდება იმის გააზრებას, თუ რას ნიშნავს პარიზული აუდიტორია ფეხბურთში: ეს ხალხი ამ ბოლო წლებში თვალს ადევნებდა ისეთი ბუმბერაზების თამაშს, როგორიცაა კავანი და დი მარია, იბრაგიმოვიჩი, ნეიმარი, მბაპე და თვით მესი. როგორია ამ ხალხის კიდევ რაიმეთი აღფრთოვანება. ზოგიერთს ამის გაკეთება ლობიოს ჭამა გგონია.
ამატაკი
00:14 25-02-2025
2
გუშინ კვარა შეუდარებელი იყო. ის სუპერია. პსჟ რა თქმა უნდა ძალზე ძლიერი გუნდია, რასაც ვერ ვიტყვით იმ ლიგაზე, სადაც ის თამაშობს. ლიგა ერთის თამაშების ყურება თუ მომიწევდა, ვერ წარმოედგინა. მთავარი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც კვარა კიდევ უფრო გაიბრწყინებს.
ზაალ
16:33 24-02-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული