
„შტურმი“ 72-ე წუთამდე 1:0 იგებდა, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაუშვა და წააგო. როგორც ჩანს, რამდენიმე ტურნირზე მონაწილეობის გამო, გრაცული გუნდის ფეხბურთელები გადაიღალენ და ეს შედეგებზე აისახა.
სტუმართა რიგებში ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: sofascore 6.9, flashscore 6.5.
„შტურმს“ 40 ქულა აქვს, ვენის „აუსტრიასთან“ ერთად ლიდერია და 9 მარტს „გრაცერს“ დაუპირისპირდება.
ზალცბურგი. „რედ ბულ არენა“
ზალცბურგი - შტურმი 3:1
გოლები: 0:1 სტანკოვიჩი (10), 1:1 ვერტესენი (72),
კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმმა" "ბლაუ ვაისი" დაამარცხა [VIDEO]