სამაგალითო საქციელი - ხვიჩა კვარაცხელია გურიაში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში მარიამ ჩხიკვიშვილი წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გურიაში სტიქიით დაზარელებულთა დასახმარებლად 10 ათასი ლარი გადარიცხა:

"ძალიან გახარებული ვარ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ამბავი. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 000 ლარი გადმორიცხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს ახლა, ყველაზე მეტად სჭირდებათ. დიდი გულის ბიჭია ხვიჩა და უკან ასმაგად დაბრუნებოდეს ეს სიკეთე. როგორც ვიცი, სხვა სოფლებშიც ასე დაეხმარა დაზარალებულ ოჯახებს. ხვიჩააააა, მადლობა, შენ ხარ სასწაული ადამიანი!"

Sportall.Ge

Geo Team-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ გურიის დასახმარებლად არა 10, არამედ 30
000 ლარი გადარიცხა:

"პირველი პოსტის შემდეგ, სადაც ვწერდით, რომ პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა გურიაში სტიქიით დაზარალებულთათვის 10 000 ლარი გადარიცხა, პირად შეტყობინებაში დაგვიკავშირდა 2 სხვადასხვა ადამიანი, ვინც გვითხრა, რომ მსგავსი რაოდენობის თანხა ხვიჩამ მათაც ჩაურიცხა".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან კეთილი ბიჭია,გულთან მიაქ ძალიან ბევრი ქართული ამბავი და თან ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს...ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ესეთ ადამიანს!
მირო+
01:14 01-03-2025
0
ბითაძეს,ბასილაშვილს,ფაჩულიას არანაკლები ქონება აქვთ დაგროვებული,მაგრამ ყოველთვის კვარაცხელიას თხოვენ ყველაფერს,გამოხმაურება ვნახე ხალხის და თანხა ეცოტავათ,გაგიჟდები რა, სხვა სპორტსმენებს რატომ არ თხოვთ იგივეს რასაც ხვიჩას??!!
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული