ქოჩორაშვილის გოლი - "ლევანტემ" ლა ლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „კარტახენა“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა, ყვითელი ბარათი მიიღო და 74-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: sofascore 8.2, flashscore 7.6. ქოჩორაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 25 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„ლევანტემ“ ბოლო 5 შეხვედრიდან 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „მირანდესს“ 1 ქულით ჩამორჩება და 16 მარტს გასვლაზე „უესკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - კარტახენა 3:0
გოლები: 1:0 რომერო (28), 2:0 ქოჩორაშვილი
(71), 3:0 იბორა (59, პენ)

altქოჩორაშვილის "ლევანტემ" გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ გაიწია

მკითხველის კომენტარები / 5 /
რატომღაც ქოჩორას მომავალს ბარსელონაში ვხედავ )) არ ვიცი რატო მაგრამ ერთი წელია მაგას ვიძახი)) ალბათ მასე მინდა ))
გიო გიო
14:15 10-03-2025
0
მამანაცოვიჩი ფორმაში შედის :))))))))))))
forzza
12:44 10-03-2025
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული