Le Parisien: სიგიჟე - "კვარა" ბრეტონულ ცაში გაფრინდა [PHOTO]

AutoSharing Option
„პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ის საიტმა „რენთან“ მატჩის 63-ე წუთზე გადაღებული ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც გულშემატკივრები აღაფრთოვანა და ეს სიგიჟე იყო.

აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი ბრეტონულ ცაში გაფრინდა, ბურთი მაღალ სიმაღლეზე დაიმორჩილა, სურათი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ ეს ბუნდესლიგის ლოგოს ჰგავს, მაგრამ უფრო შთამბეჭდავია.

Sportall.Ge

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ხვიჩამ „ლივერპულს“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა ფანებს უკვე შეაყვარა თავი. ფოტო ლიგა 1-ის საიტზე წარწერით გამოქვეყნდა: „კვარას“ ყველაზე საკულტო
სურათი“.

რა თქმა უნდა, კვარაცხელიას თამაშს ნეაპოლური მედიაც გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ მათი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი პარიზელ გულშემატკივრებს შორის ძალიან პოპულარულია.

altლუის ენრიკე: მოგატყუეთ - "კვარა" სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს

მკითხველის კომენტარები / 15 /
ნეტავი რა სიმაღლიდან ჩამოხსნა,ხომ არ გაზომეს?ულამაზესი კადრია და მანუჩარ მაჩაიძე გამახსენდა.არარატს ვეთამაშებოდით და მოედნის გარდიგარდმოდ, მეტოქის ძლიერი პასი,ფეხის წვერით მოხსნა და მიწაზე დადო.იმ თამაშში,მის წინააღმდეგ უკვე ნაკრების წევრი და მართლაც ძალიან ტექნიკური და მაგარი ფეხბურთელი,ახალგაზრდა ხორენ ოგანესიანი თამაშობდა,მაგრამ მანუჩარმა მინდვრიდან გააქრო და ბურთზე ფეხს არ აკარებინებდა.ცხონებული მამაჩემისაგან რაც მახსოვს,დიდ ავთანდილ ღოღობერიძეს სცოდნია ძალიან ხშირად და სრულყოფილად ასე ბურთის ჩამოღება.მთავარი იყო,ბურთისთვის ფეხის წვერი მიეწვდიან და ისე დადებდა მიწაზე,ბურთი არც კი ახტებოდაო.ასე რომ ესტაფეტა გრძელდება!
სოსო
12:25 10-03-2025
0
კვარას აირზენა,დატოვა მცველი პირდაღებული?
ნინო
10:39 10-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული